IV კლასის მოსწავლის განმავითარებელი შეფასების მაგალითები ყველა საგნისთვის
წლის ბოლოს I-IV კლასის მოსწავლეები მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით ფასდებიან. ამისათვის შევსების კომენტარის ველში, საკლასო ტიპის შეფასებაში, მასწავლებელს სასურველ თარიღში შეუძლია ჩაწეროს მოსწავლეების განმავითარებელი შეფასება. როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, მასწავლებელს იქამდე აქვს შესაძლებლობა ჟურნალის კორექტირება მოითხოვოს, სანამ სისტემაში მოსწავლის დონის დაძლევა აისახება.
მოსწავლის განმავითარებელი კომენტარით შეფასება I-III კლასებში – მაგალითები და ინსტრუქცია
მშობლების ნაწილს, მათ, ვინც ელექტრონული ჟურნალით სარგებლობს, შესაძლებლობა აქვს, შვილისთვის დაწერილი განმავითარებელი კომენტარი ჟურნალში წაიკითხოს და მასწავლებლის რეკომენდაციასაც გაეცნოს, თუ რა სახის ჩართულობაა მშობლისგან საჭირო და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.
I-III კლასის განმავიტარებელი შეფასებების მაგალითების შემდეგ, მეოთხე კლასის მოსწავლის განმავითარებელი შეფასების მაგალითები კოლეგებს 15 ივნისს, “მოტივირებულ პედაგოგთა ჯგუფმა” გაუზიარა და ის ყველა საგანს მოიცავს.
IV კლასის განმავითარებელი შეფასებები ყველა საგანში (ავტ. ინგა სიბაშვილი, წამყვანი მასწავლებელი)
მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა
- მოსწავლე ფლობს და იყენებს რიცხვის ცნებას, იცის რიცხვების შედარება და კლასიფიცირება. კარგად ასრულებს არითმეტიკულ ოპერაციებს მრავალნიშნა რიცხვებზე. არ უჭირს ამოცანების ამოხსნა, იცის ზომის სხვადასხვა ერთეულების გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება, კარგად იცის ფიგურების კლასიფიცირება,გამოსახვა. ფლობს მრავალნიშნა რიცხვების დაშლის პროცესს თანრიგების მიხედვით, მათ დამრგვალებას. უშეცდომოდ პოულობს უცნობ შესაკრებს, საკლებს,მაკლებს, გასაყოფს და გამყოფს.
- მოსწავლე ფლობს და იყენებს რიცხვის ცნებას, კითხულობს და წერს მრავალნიშნა რიცხვებს, თუმცა ზოგჯერ უჭირს მათზე არითმეტიკული მოქმედებები, მეტ-ნაკლებად იცის რიცხვების შედარება და კლასიფიცირება. უცნობის პოვნასაც ზოგჯერ წერს შეცდომებით, არ უჭირს მარტივი ამოცანების ამოხსნა, იცის ფიგურების იდენტიფიკაცია, სცნობს ზომის ძირითადერთეულებს. შლის რიცხვებს თანრიგებად. ვურჩევ მეტი იმეცადინოს, რომ სრულყოფილად დაძლიოს ესგ-ის მოთხოვნები.
- მოსწავლე ფლობს და იყენებს რიცხვის ცნებას, ზოგჯერ შეცდომით კითხულობს და წერს მრავალნიშნა რიცხვებს, ხშირად უჭირს მათზე არითმეტიკული მოქმედებები, ნაკლებად იცის რიცხვების შედარება და კლასიფიცირება. უცნობის პოვნასაც ზოგჯერ წერს შეცდომებით, არ უჭირს მარტივი ამოცანების ამოხსნა, იცის ფიგურების იდენტიფიკაცია, ვერ სცნობს ზომის ძირითად ერთეულებს. შლის მრავალნიშნა რიცხვებს თანრიგებად, ზოგჯერ შეცდომით.
ვურჩევ მეტი იმეცადინოს, რომ სრულყოფილად დაძლიოს ესგ-ის მოთხოვნები.
მე და საზოგადოება
- მოსწავლემ იცის საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივ ჯგუფებში, ავლენს სხვა ადამიანების მიმართ ზრუნვა-პატივისცემას. იცავს პირად ჰიგიენას, ავლენს მშობლიური კულტურის მიმართ მზრუნველ დამოკიდებულებას. იცის რესურსების დაგეგმვა და დაზოგვა. აცნობიერებს სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მნიშვნელობას. მოსწავლემ იცის მოვლენების დროსთან დაკავშირებადა ტერმინების-წარსულის, აწმყოს, მომავლის ადეკვატურად გამოყენება.
- მოსწავლემ ნაკლებად იცის საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივ ჯგუფებში, ზოგჯერ ავლენს სხვა ადამიანების მიმართ ზრუნვა-პატივისცემას. მეტ-ნაკლებად იცავს პირად ჰიგიენას, ავლენს მშობლიური კულტურის მიმართ მზრუნველ დამოკიდებულებას. არ იცის რესურსების დაგეგმვა და დაზოგვა. აცნობიერებს სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მნიშვნელობას. მოსწავლემ ნაკლებად იცის მოვლენების დროსთან დაკავშირება და ტერმინების-წარსულის, აწმყოს, მომავლის ადეკვატურად გამოყენება.
ვურჩევ მეტი იმეცადინოს, რომ სრულყოფილად დაძლიოს ესგ-ის მოთხოვნები.
ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლე ავლენს სათანადო სამეტყველო ქცევას ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში. შეუძლია სტანდარტით განსაზღვრულისხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა. გადმოსცემს პირად დამოკიდებულებას ტექტში განხილული საკითხებისა და პერსონაჟების მიმართ. მოსწავლეს შეუძლია სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტექსტების წაკითხვა, გაგება-გააზრება, კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
შეუძლია წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება. სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება. წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
რეკომენდაცია: წაიკითოს კლასგარეშე ლიტერატურა, მოკლედ, წერილობით გაგვიზიაროს შთაბეჭდილება. კალიგრაფიაზე გაამახვილოს ყურადღება.
მოსწავლე ავლენს სათანადო სამეტყველო ქცევას ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში. ნაკლებად შეუძლია სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა. გადმოსცემს პირად დამოკიდებულებას ტექტში განხილული საკითხებისა და პერსონაჟების მიმართ. მოსწავლეს უჭირს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტექსტების წაკითხვა, გაგება-გააზრება, უჭირს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად. წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების ლექსიკურ და სემანტიკურ მხარეზე, ენობრივ ფორმებზე დაკვირვება.ნაკლებად გამოსდის წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
რეკომენდაცია: წაიკითოს კლასგარეშე ლიტერატურა, მოკლედ, წერილობით გაგვიზიაროს შთაბეჭდილება. კალიგრაფიაზე გაამახვილოს ყურადღება.
ბუნება
წარჩინებული მოსწავლეა, რაც გამოიხატება შემდეგში: არის ყურადღებიანი, სწორად გებულობს დავალებებს, ყოველთვის მომზადებული ცხადდება გაკვეთილზე, აქტიურ მონაწილეობას იღებს პრაქტიკულ აქტივობებში, გამომუშავებული აქვს მარტივი კვლევითი უნარები, იკვლევს რა ემართება სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფ წყალს სითბოს გადაცემის ან მიღების დროს. აქტიურად ერთვება დისკუსიებში, აზრის გადმოცემის დროს იყენებს საბუნებისმეტყველო ტერმინებს. განასხვავებს ორგანიზმების ცალკეულ ჯგუფებს აგებულების, საცხოვრებელი გარემოს და გამრავლების თავისებურების მიხევით, ადარებს და აჯგუფებს მცენარეებს აგებულების მიხედვით. მსჯელობს ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა და მათზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ.
რეკომენდაცია: გამოიყენოს შესწავლილი მასალა და გამოცდილება სხვადასხვა გარემოში ყოფნისას დააკვირდეს საგნებს,მოვლენებს ჩაინიშნოს მნიშვნელოვანი მონაცემები. შეაგროვოს მცენარეები და ყვავილები გერბარიუმისათვის.
სწავლის შედეგების მიხედვით კარგი მოსწავლეა, რაც გამოიხატება შემდეგში: არის ყურადღებიანი, სწორად გებულობს დავალებებს, ხშირად მომზადებული ცხადდება გაკვეთილზე, მონაწილეობას იღებს პრაქტიკულ აქტივობებში, გამომუშავებული აქვს მარტივი კვლევითი უნარები, იკვლევს რა ემართება სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფ წყალს სითბოს გადაცემის ან მიღების დროს. მასწავლებლის მოთხოვნით ერთვება დისკუსიებში, ზოგჯერ, აზრის გადმოცემის დროს, უჭირს მარტივ საბუნებისმეტყველო ტერმინების გამოყენება, თუმცა ამ მიმართულებით თანდათან ეტყობა წინსვლა. განასხვავებს ორგანიზმების ცალკეულ ჯგუფებს აგებულების, საცხოვრებელი გარემოს და გამრავლების თავისებურების მიხევით, ადარებს და აჯგუფებს მცენარეებს აგებულების მიხედვით. მსჯელობს ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა და მათზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ. საუბრობს მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე.
რეკომენდაცია: მეტი იმუშაოსიმისათვის, რომ წაკითხულიდან აზრი სწორად გამოიტანოს. მოუსმინოს თანაკლასელების პასუხებს, გაითვალისწინოს მასწავლებლის ინსტრუქციები,რათა უკეთ შეძლოს გამოთქმული აზრის დასასაბუთება.
სწავლის შედეგები დამაკმაყოფილებელია, რაც გამოიხატება შემდეგში: უჭირს ყურადღების მობილიზაცია, მასწავლებლის დხმარების გარეშე ვერ გებულობს დავალებებს, ზოგჯერ მოუმზადებული ცხადდება გაკვეთილზე, ნაწილობრივ ღებულობს მონაწილეობას პრაქტიკულ აქტივობებში, გამომუშავებული არ ააქვს მარტივი კვლევითი უნარები,
მასწავლებლის მოთხოვნით ერთვება დისკუსიებში, ხშირად, აზრის გადმოცემის დროს, უჭირს მარტივი საბუნებისმეტყველო ტერმინების გამოყენება, თუმცა ამ მიმართულებით თანდათან ეტყობა წინსვლა. მასწავლებლის დახმარებით ცდილობს განასხვავოს ორგანიზმების ცალკეულ ჯგუფები აგებულების, საცხოვრებელი გარემოს და გამრავლების თავისებურების მიხევით, ადარებს და აჯგუფებს მცენარეებს აგებულების მიხედვით შეუძლია ორგანიზმების დაჯგუფება,ჯგუფების დახასიათება და შედარება.
რეკომენდაცია: ყურადღებით მოუსმინოს მასწვლებელს და თანაკლასელებს,მეტი იმუშაოს იმისათვის, რომ წაკითხულიდან აზრი სწორად გამოიტანოს და უკეთ შეასრულოს დავალედები იყოს თანმიმდევრული სწავლის დროს.გამოიჩინოს ინტერესი კვლევების მიმართულებით.
ი ნ გ ლ ი ს უ რ ი
- მოსწავლემ კარგად აითვისა საპროგრამო მასალა.კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, წინადადებებს, მცირე ზომის ტექსტებს. კარნახით წერს ნასწავლ სიტყვებს და წინადადებებს, ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს, თანამოსაუბრეებს. შეუძლია ზეპირად გაითამაშოს მცირე ზომის დიალოგები.პასუხობს დასმულ კითხვებს. აქტიურ მონაწილეობას იღებს საკლასო აქტივობებში.
- მოსწავლემ დამაკმაყოფილებლად აითვისა საპროგრამო მასალა. გაკვეთილებზე არ არის აქტიური. უჭირს სიტყვების, წინადადებების წაკითხვა და გაგება-თარგმნა. დაბალია წერის კულტურა. კითხვისას უჭირს სიტყვების შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილის დაცვით წარმოთქმა.
რეკომენდაცია: უფრო მეტი უნდა იმეცადინოს კითხვის ტექნიკის დასახვეწად და გახდეს მეტად აქტიური გაკვეთილებზე.
ს პ ო რ ტ ი
მოსწავლეს შეუძლია ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების წარმოჩენა. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ინდივიდუალურ ვარჯიშებში და თამაშებში. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები. მოსწავლე ცალ ფეხზე იცავს წონასწორობას რაიმე საყრდენის ან აღჭურვილობის გარეშე.
ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა
წლის ბოლო განმავითარებელი შეფასება: მოსწავლეს შეუძლია სამუშაო სიბრტყის სწორად შერჩევა და გადანაწილება. საუბრისას უჭირს ტერმინების გამოყენება. უსმენს და აცდის სხვებს აზრის გამოთქმას. მეგბრებთან მუშაობისას ზოგჯერ უჭირს საკუთარი თავის რეალიზება, თუმცა არის კომუნიკაბელური და პარივს სცემს სხის აზრს.
რეკომენდაცია: იმისათვის,რომ მოსწავლემ გააუმჯობესოს შედეგი და შეძლოს სტანდარტის დაძლევა, კარგი იქნება მოასწავლე გაკვეთილზე იყოს უფრო მობილიზებული, დაიცვას დისციპლინა, ყოველთვის ჰქონდეს სამუშაო მასალა და იყოს ყურადღებიანი.
წლის ბოლო განმავითარებელი შეფასება: მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა მონასმების საშუალებით გადმოსცეს განწყობა, ნამუშევრებში მთავარის და მეორეხარისხოვანის გამოყოფა, სასურათე სიბრტყის სასურველი პოზიციით შერჩევა. ნამუშევარში სივრცის ხატვისას იყენებს სხვადასხვა ტონს და გრადაციას. აქტიურად მონაწილეობს საკლასო გამოფენაში. უზიარებს თანაკლასელებს თავის აზრს. აკავშირებს სხვადასხვა საგანში მიღებულ ცოდნას და იყენებს გაკვეთილზე.
რეკომენდაცია: იმისათვის,რომ მოსწავლემ გააუმჯობესოს შედეგი და შეძლოს სტანდარტის დაძლევა,კარგი იქნება მოასწავლე გაკვეთილზე იყოს უფრო მობილიზებული,დაიცვას დისციპლინა,ყოველთვის ქონდეს სამუშაო მასალა და იყოს ყურადღებიანი.
მ უ ს ი კ ა
მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური საკრავების გარჩევა (დასარტყამი, სიმებიანი, ჩასაბერი, კლავიშებიანი). სანოტო სისტემაზე წერს და განარჩევს ნოტებს. გარე სამყაროში ბუნებრივად არსებულ და ხელოვნურად შექმნილ ელემენტებს.
ი ს ტ ი – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სუსტი – უჭირს გააზრება კომპიუტერის ძირითადი ნაწილების: ინფორმაციის შესაყვანი პორტი; ინფორმაციის დასამუშავებელი მოწყობილობა; მეხსიერება; ინფორმაციის გამოსატანი პორტი; კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობები: კლავიატურა, მაუსი, მონიტორი და ა.შ.; როგორ მუშაობს კომპიუტერი.
უჭირს ალგორითმის არსის გააზრება და დამოუკიდებლად შემუშავება; ვიზუალური პროგრამირების code.org პლატფორმების გამოყენება და მარტივი პროგრამების შექმნა; პროგრამული კოდში შეცდომის პოვნა და მუშაობის შედეგის განსაზღვრა; პროგრამირების ფუნქციების (მაგ.: ციკლები, ოპერატორები…) მიზნობრივად გამოყენება.
უჭირს ტექსტური რედაქტორი (Microsoft Word); ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება.
გაჭირვებით აცნობიერებს ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებებს.
ძლიერი – იცის კომპიუტერის ძირითადი ნაწილები: ინფორმაციის შესაყვანი პორტი; ინფორმაციის დასამუშავებელი მოწყობილობა; მეხსიერება; ინფორმაციის გამოსატანი პორტი; კომპიუტერის დამატებითი მოწყობილობები: კლავიატურა, მაუსი, მონიტორი და ა.შ.; როგორ მუშაობს კომპიუტერი.
შეუძლია ალგორითმის არსის გააზრება და დამოუკიდებლად შემუშავება; ვიზუალური პროგრამირების code.org პლატფორმების გამოყენება და მარტივი პროგრამების შექმნა; პროგრამული კოდში შეცდომის პოვნა და მუშაობის შედეგის განსაზღვრა; პროგრამირების ფუნქციების (მაგ.: ციკლები, ოპერატორები…) მიზნობრივად გამოყენება.
შეუძლია კომპიუტერული პროგრამის ინტერფეისთან დამოუკიდებლად მუშაობა; კომპიუტერული ინტერფესის გამოყენებით სხვადასხვა სამუშაოს შესრულება. ტექსტური რედაქტორი (Microsoft Word); ტექსტური რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება.
ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებების გაცნობიერება და დაცვა; · საავტორო უფლებების დაცვა, სხვისი ნამუშევრის სათანადოდ გამოყენება.
ასევე იხილეთ:
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- დიმიტრი უზნაძე მოქალაქის აღზრდაზე – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“ by განათლებული ბლოგი