იწყება გამოცდაზე რეგისტრაცია პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის – ვადები და კრებულები (არაქართულენოვანი და სპეცმასწავლებლები)
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებზე რეგისტრაცია 25 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 8 ოქტომბრის 18:00 საათზე დასრულდება.
NAEC-ის ცნობით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად გვერდზე online.naec.ge
გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) წარადგინონ 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, არაქართულენოვანი სექტორის პრაქტიკოს მასწავლებლებს დამატებით მიეცათ შესაძლებლობა, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მიზნით, საგნობრივი კომპეტენცია დაადასტურონ.
შეგახსენებთ, არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის გამოცდები მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება.
ასევე იხილეთ:
მასწავლებლების ნაწილი კომპეტენციის დადასტურების გამოცდას ნოემბერში ჩააბარებს – გადაწყვეტილება
-
გამოქვეყნდა პასუხების ფურცლის ნიმუშები 2026 წლის ზაფხულის გამოცდებისთვის საგნების მიხედვით
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
როგორ დავიბრუნოთ 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხა – ინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა – გამოცდები 2026
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი