ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE
საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი EDU.ARIS.GE აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის თანამდებობაზე სრული განაკვეთით და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.
საქმიანობის აღწერა:
ბეჭდური მასალების მომზადება განათლებისა და მის მონათესავე (რედაქტორის დავალებით) თემატიკაზე – ნიუსი, რეპორტაჟი, ინტერვიუ.
მაძიებელს უნდა შეეძლოს, წარმოადგინოს მის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაწერილი სტატიების, რეპორტაჟების ან სხვა მასალების ინტერნეტ-ბმულები ან ფაილები.
აუცილებელი მოთხოვნები:
აუცილებელია გასვლით ღონისძიებებზე, ანონსი/ბრიფინგი/აქცია მუშაობის გამოცდილება, რაც გულისხმობს ნიუსის ადგილიდან მოწოდების სისხარტესა და ხარისხის შენარჩუნების უნარს.
მინიმუმ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება ბეჭდურ ან სატელევიზიო მედიაში, ინფორმაციის მოპოვებისა და გამართულად წერის უნარი.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: მინიმალური ანაზღაურება 1250 ლარიდან (გადასახადების ჩათვლით) + ბონუსები, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი, 2022
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, ასევე მინიმუმ 2 ვრცელი სტატია, რომელიც გამოქვეყნდა თქვენი ავტორობით შემდეგ მისამართზე: [email protected]
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმე სტატიების გარეშე არ განიხილება.
შემოუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!
Aris.ge-განათლება წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც აერთიანებს ორ ვებ-გვერდს : edu.aris.ge და studinfo.ge (პორტალს, გუგლის მონაცემებით, ყოველთვიურად ჰყავს 500 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს-230 000-ზე მეტი გამომწერი).
ჩვენ წლების (2014-დან) განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში ჩართულ ყველა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურასთან, ყოველდღიურად ვაშუქებთ განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან და განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან, ვათავსებთ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, სასწავლო მასალებს და მრავალ სხვას.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება