GE

კარგი მასწავლებლის 10 თვისება – პედაგოგებისთვის და მოსწავლეთა საყურადღებოდ

კარგი მასწავლებელი – ეს მთავარი პირობაა, რომლის მიხედვითაც ჩვენ, მშობლები სკოლას ვირჩევთ. თუმცა როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თავადაც გვიჭირს. კარგი მასწავლებელი შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს:  მაგალითად ხანდაზმული ქალბატონი კეთილი გულით, ან უნივერისტეტის კურსდამთავრებული. თუმცა არის 10 თვისება, რომლითაც შეგვიძლია გვარკვიოთ არის თუ არა მასწავლებელი კარგი

590

1. კარგი მასწავლებელი ხშირად სვამს კითხვებს და იცის პასუხების მოსმენა

ეს აბსოლუტურად უნივერსალური უნარია, რომლის მიხედვიდაც ნათლად ჩანს მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობის მხარეები. კარგი მასწავლებელი მოსწავლეებს არ უსვამს სულელურ შეკითხვებს, რომლებზეც პასუხები საჭირო არ არის.

590 (1)

2. კარგი მასწავლებლის კლასში ყველა მოსწავლე ადამიანია

კარგი მასწავლებელი არ ამცირებს მოსწავლეებს ფიზიკური დასჯით, დაცინვით, ლანძღვით. გარდა ამისა, კარგ მასწავლებელს შეუძლია ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდეს იმ მოსწავლეებისადმი, რომლებსაც რაღაც მიზეზების გამო მისი საგანი არ უყვართ.

3. კარგი მასწავლებელი საკუთარი ტემპერამენტის თვისებებს საქმის სასარგებლოდ იყენებს.

590 (2)

4. კარგი მასწავლებელი პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანია

ბავშვებთან და განსაკუთრებით კი მოზარდებთან, სხვანაირად წარმოუდგენელიც კია.

590 (3)

5. კარგ მასწავლებელს აქვს საკუთარი ცხოვრება, სკოლის მასწავლებლობის გარდა

მაგალითად, მას ძალიან უყვარს თანამედროვე არტჰაუსული ფილმები ან უნივერისტეტში ასწავლის. რა თქმა უნდა, არსებობენ კარგი მასწავლებელები, რომლებიც მხოლოდ სკოლით ცხოვრობენ. თუმცა მათ შეულიათ მრავალფეროვნება სკოლაშიც შექმნან. მაგალითად, მათ აქვთ წრე სკოლაში ან მოსწავლეებთან ერთად ლაშქრობაში მიდიან.

590 (4)

6. კარგ მასწავლებელს იუმორის გრძნობა აქვს

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელმა აუცილებლად სასაცილო ისტორიები მოყვეს. ამ შემთხვევაში იუმორის გრძნობა ფართო გაგებით განიხილება. ეს არის კონკრეტული სიტუაციის მართვის უნარი.

590 (5)

7. კარგი მასწავლებელი ზრდასრული ადამიანია

კარგი მაწავლებელი არ უთანაბრდება მოსწავლეებს მაშინაც კი, თუ მათ ასაკში განსხვავება მხოლოდ რამდენიმე წელია. მასწავლებელი შესაძლოა გაბრაზდეს ან სიცილი ვერ შეიკავოს. თუმცა რეაქციები მან უნდა შეარჩიოს და არა მოსწავლეებმა. კარგი მასწავლებლის თანდასწრებით არ არსებობს კლასის არაფორმალური ლიდერი, ლიდერი ამ შემთხვევაში მხოლოდ მასწავლებელია.

590 (6)

8. კარგ მასწავლებელს შეუძლია ცოდნა ემოციებით გადასცეს

კარგმა მასწავლებელმა ემოციურად უნდა გადასცეს მოსწავლეებს ცოდნა საკუთარი საგნის შესახებ, რათა მოსწავლეებისგანაც იგივე გრძნობა წამოვიდეს.

590 (7)

9. კარგი მასწავლებელი გამოფიტული არ უნდა იყოს

არის პერიოდი, როდესაც მასწავლებელი იღლება, თუმცა ის აუცილებლად ახერხებს ძალების აღდგენას.

590 (8)

10. კარგი მასწავლებელი მხოლოდ სასკოლო კატეგორიებით არ აზროვნებს

კარგი მასწავლებელი მშვიდად აღიქვამს ფორმალობებს, რომელის სასკოლო ცხოვრებაში მრავლად არის. თუმცა ესმის, რომ  მოსწავლის მხრიდან სწავლის სურვილის არქონას ბევრი მიზეზი აქვს.  ასევე ესმის, რომ აუცილებელი არ არის ყველა მოსწავლეს უყვარდეს სკოლა, მისი საგანი და მასწავლებელი.

რა ხდება, როდესაც მასწავლებელი შეცდომებს უშვებს?

13 საქმიანობა, რომელსაც მასწავლებლები ასრულებენ, მაგრამ ამაში ხელფასს არ იღებენ

მოამზადა ლიკა გახარიამ

წყარო: mel.fm

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური