GE

13 საქმიანობა, რომელსაც მასწავლებლები ასრულებენ, მაგრამ ამაში ხელფასს არ იღებენ

ავტორი: სტეისი ტორნიო

ნებისმიერმა, ვისაც სკოლაში უმუშავია, იცის, რომ მასწავლებლები იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე სწავლებაა. ქვემოთ ჩამოთვილი სხვადასხვა საქმიანობა შეგიძლიათ საუკუთარ რეზიუმეს დაამატოთ.

1. მრჩეველი

როცა შესაბამისი პირი ხელმისაწვდომი არაა, სწორედ ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე კლასის ყოველდღიური საკითხებისა და პრობლემების მოგვარებას.

2. გუნდის მხარდამჭერი (ჩიერლიდერი)

ჩვენი მისიაა, მხარი დავუჭიროთ და გვერდით დავუდგეთ მოსწავლეებს, როცა მათ ეს სჭირდებათ და მივცეთ წინსვლის მოტივაცია, რადგან სწორედ ჩვენ ვიცით მათი შესაძლებლობები.

3. მშობელი

ბუნებრივია, რომ ბავშვები ჩვენგან მშობლისეულ რჩევებს ელიან. ხანდახან გაუაზრებლად „დედას“ ან „მამასაც“ კი გვეძახიან.

4. დეტექტივი

რთული საკლასო პრობლემების მოგვარება მთელი თავსატეხია, რომლის ამოხსნაც გვიწევს. დაკარგული ქურთუკები თუ USB მეხსიერების ჩიპები – მათ მოძებნაში ვერავინ შეგვედრება.

5. ბიბლიოთეკარი

ჩვენ ათობით ახალ და ძველ წიგნს ვყიდულობთ ჩვენი საკლასო ბიბლიოთეკისათვის იმ იმედით, რომ მოსწავლეებს კითხვას შევაყვარებთ.

6. დიეტოლოგი

ჩვენ ვიცით, თუ რა დიდი მნიშნველობა აქვს ჯანსაღ საკვებს ტვინის ეფექტური მუშაობისთვის. ამიტომ, მოვუწოდებთ მოსწავლეებს მიირთვან ჯანსაღი საკვები ლანჩზე და წახემსებისას.

7. მედდა

ჩვენი ფულით არაერთხელ ვყიდულობთ ბინტს, ვზომავთ სიცხეს ცხელ შუბლებზე და ვმკურნალობთ ეზოში თამაშისას მიღებულ ნაკაწრებს.

8. მოსამართლე

„იმან თქვა, იმან გააკეთა“ – კამათი ჩვენთვის უცხო არაა. ჩვენ პრობლემის სათავემდე ჩავდივათ და გამოგვაქვს მომენტალური ვერდიქტი.

9. შეფ-მზარეული

კულინარიული დღეებისა და სასკოლო ღონისძიებებისთვის კერძების რეცეპტების მოძიებას იმაზე მეტ დროს ვუთმობთ, ვიდრე საკუთარ ოჯახში სადღესასწაულო სადილის მომზადებას.

10. ბანკირი

ექსკურსიების ფული, წიგნების ბაზრობა, ბიბლიოთეკის მოსაკრებელი… გვიწევს ფულის აკრეფა მსგავსი ღონისძიებებისათვის. არაა გასაკვირი, რომ მათემატიკის ცოდნა აუცილებელი იყო ჩვენი პროფესიული სწავლისას.

11. დიასახლისი

მუდმივად ვალაგებთ, ვგვით და ვწმედთ რამეს.

12. დიზაინერი

ვამზადებთ ღონისძიებების დეკორატიულ პოსტერებს. ჩვენი შემოქმედება Pinterest-ის ნებისმიერ გვერდს დაამშვენებდა.

13. ტექნიკოსი

ყოველთვის არის რაიმე ახალი, რაც შეკეთებას ითხოვს. როგორც იქნა, მივაგენით ტექნიკური პრობლემების გადაჭრის საიდუმლოს – Google-ს.
თქვენ რას დაამატებდით სიას?

როგორ გავუმკლავდეთ რთულ მოსწავლეებს – 7 ნაბიჯი

ფსიქოლოგიის როლი მასწავლებლის სამსახურში – პრაქტიკული მაგალითები

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

წყარო: weareteachers.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური