GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად

12-13 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

სტუდენტური კონფერენცია, რომელსაც 2013 წლიდან CIU მასპინძლობს, წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა 30 აპრილი. კონფერენციაში მონაწილეობას როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები მიიღებენ.

კონფერენციის სექციები:

  • ბიზნესი
  • მედიცინა
  • მევენახეობა-მეღვინეობა
  • ჟურნალისტიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სამართალი
  • ირანისტიკა

კონფერენციის სამუშაო ენები ქართული და ინგლისურია.

მნიშვნელოვანი თარიღები:
30.04.2021 – კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა
14.05.2021 – აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ
12.06.2021 – კონფერენციის გახსნა

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის მიზანია, შეუქმნას ქართველ სტუდენტებს წინაპირობა, განავითარონ კარიერა სამეცნიერო მიმართულებით.

მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა. სხვა შემთხვევაში სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს. სტუდენტი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

კონფერენციაზე დასაშვებია ინდივიდუალური ან ორი თანაავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება.

კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები გამოიცემა ელექტრონულად, ხოლო შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს.

კონფერენციაზე რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური