GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს თანატოლი მენტორების ინსტიტუტის ამოქმედებას

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს თანატოლი მენტორების ინსტიტუტის ამოქმედებას. თუ ხარ აქტიური სტუდენტი, გიყვარს შენი უნივერსიტეტი, ხარ კომუნიკაბელური, პოზიტიური, ლიდერი და შემოქმედებითი – დარეგისტრირდი და გახდი სტუდენტი – მენტორი, რათა კსუ-ს ახალბედა სტუდენტებს დაეხმარო და გაუადვილო სასწავლო, სამეცნიერო და სტუდენტურ ცხოვრებაში დაუბრკოლებელი ჩართვა.

სტუდენტი – მენტორი შეიძლება გახდეს უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტი.

მენტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინგლისურ ან/და სხვა უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი;
GPA 2.0 და მეტი;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
სოციალური ქსელების მართვის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ლიდერობა;
გუნდურობა;
კომუნიკაბელურობა;
შემოქმედებითობა.

შერჩევის პროცედურა:
დარეგისტრირებული კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე I სემესტრის ვადით (შესაძლებელია ვადის ერთ წლამდე გახანგრძლივება).
თითოეული ფაკულტეტიდან შეირჩევა ოცამდე სტუდენტი-მენტორი.

რეგისტრაცია:
18-დან 25 მაისის ჩათვლით კსუ-ს ცენტრალური კორპუსის ფოიეში.

შერჩეული კანდიდატები ისარგებლებენ სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებით, გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. ვადის ამოწურვის შემდეგ გადაეცემათ სტუდენტი – მენტორის პოზიციაზე სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატები.

სტუდენტი მენტორებისთვის მომზადდება საიმიჯო ვიდეორგოლი, რომელიც განთავდება Youtube-ზე და უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური