კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რობოტული ქირურგიის სიმულაციურ ტრენინგს უმასპინძლებს
Medibridge Global-ის ორგანიზებითა და CIU-ს მხარდაჭერით, 23, 24 და 25 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციური რობოტული ქირურგიის სიმულაციური ტრენინგი გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 7 ოქტომბერს გამოქვეყებული ინფორმაციით, პროგრამა ორიენტირებულია თანამედროვე რობოტული ქირურგიის ტექნოლოგიების პრაქტიკულ და სიმულაციურ სწავლებაზე.
მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, უახლეს ქირურგიულ აპარატურასთან მუშაობის რეალური გამოცდილება მიიღონ.
ტრენინგს მინიმალურად ინვაზიური და რობოტული ქირურგიის მიმართულების წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი ოთარ კეპულაძე გაუძღვება.
-
CIU-ს რექტორი და ვიცე-რექტორი სტამბოლში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში მონაწილეობდნენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრები ეწვივნენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი