GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სამეცნიერო გრანტების კონკურსს. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის, თეორიების და მოდელების შექმნას, კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრაციას, ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვას კვლევით პროცესში, მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას.

კონკურსში პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

  • ეკონომიკა და ბიზნესი;
  • სამართალი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა;
  • მედიცინა, ფარმაცია, სტომატოლოგია;
  • მევენახეობა-მეღვინეობა.

კონკურსი ფინანსდება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი.

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6 ან 12 თვე. თითოეული საანგარიშო პერიოდი უნდა შეადგენდეს 3 თვეს. უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4500 ლარს.

უნივერსიტეტი დამატებით დააფინანსებს სამეცნიერო ნაშრომის დაბეჭდვის ხარჯებს იმ ჟურნალში/კრებულში/საკონფერენციო მასალებში, რომელიც ინდექსირებულია web of science, scopus, SCImago Journal Rank, ERIH plus ბაზებში.

საკონკურსოდ წარმოდგენილ პროექტში სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად სავალდებულოა სტუდენტების და შესაძლებელია კუსდამთავრებულთა მონაწილეობა.

მნიშვნელოვანი თარიღები:

ა) პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია – 2018 წლის 7 მარტიდან 26 მარტის 18 სთ.-მდე.

ბ) უნივერსიტეტის კანცელარიაში რეგისტრაცია – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა – 2018 წლის 30 მარტის 18 სთ.-მდე.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: awards@ciu.edu.ge

იხილეთ თანდართული ფაილები:

  • დებულება
  • შეფასების კრიტერიუმები
  • საპროექტო წინადადება
  • პროექტის რეზიუმე
  • გეგმა-გრაფიკი
  • ბიუჯეტი
  • CV

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტი
ელფოსტა: science@ciu.edu.ge
ტელ.: 261 12 98; 294 59 92 (შიდა ნომერი 184; 181)
ოთახი: 59

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური