GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შეთავაზება აბიტურიენტებს!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამის პირველ ნომრად არჩევისა და ჩარიცხვის შემთხვევაში სთავაზობს ერთწლიან 20%-იან შიდა გრანტს.

მედიცინის ფაკულტეტი:

  • მედიცინა (კოდი 1150107) – 2950 ლარი;
  • სტომატოლოგია (კოდი 1150108) – 2950 ლარი;
  • ფარმაცია (კოდი 1150109) – 2250 ლარი;
  • მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამა (ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული პირებისთვის) (კოდი 1150110) – 4950 ლარი;

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  • საერთაშორისო ურთიერთობები (კოდი 1150105) – 2500 ლარი;
  • ჟურნალისტიკა (კოდი 1150106) – 2500 ლარი;

სამართლის ფაკულტეტი

  • სამართალმცოდნეობა (კოდი 1150104) – 2500 ლარი;

ბიზნესის ფაკულტეტი

  • ფინანსები (კოდი 1150101) – 2500 ლარი;
  • მენეჯმენტი (კოდი 1150102) – 2500 ლარი;
  • ტურიზმი (კოდი 1150103) – 2500 ლარი;

მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი

  • ქართული მევენახეობა-მეღვინეობა (კოდი 1150111) – 2250 ლარი;

გრანტის მისაღებად აბიტურიენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ ვაუჩერზე.

მითითებულ ბმულზე იხილეთ ელექტრონული ვაუჩერი და აბიტურიენტის გზამკვლევი:

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასევე, გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტიპენდიას:

  • სასწავლო: 100%, 50%, 20%-იანი შიდა დაფინანსება;
  • წარჩინებულ აბიტურიენტთა: ოქროს მედალოსანი სტუდენტის სწავლის საფასურის 20%-ით დაფინანსება; ვერცხლის მედალოსანი სტუდენტის სწავლის საფასურის 10%-ით დაფინანსება;
  • წამახალისებელი: დაფინანსება უნივერსიტეტის სპორტულ, კულტურულ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ აქტივობებში მონაწილე სტუდენტებისთვის;
  • სახელობითი: კონკრეტულ დარგში გამოჩენილი მეცნიერის სახელობითი სტიპენდია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური