GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ენდოკრინოლოგ თამარ ზერეკიძის ლექცია გაიმართა

დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მედიცინის დოქტორის, ენდოკრინოლოგ თამარ ზერეკიძის ლექცია გაიმართა.

ლექციაზე მომხსენებელმა მიმოიხილა ენდოკრინოლოგიაში დიაბეტის მართვის თანამედროვე მეთოდები, დიაბეტის სხვადასხვა ტიპები, დიაგნოსტირების საშუალებები და სფეროს თანამედროვე ტენდენციები, დასასრულს კი სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.

ღონისძიება კსუ-ის კარიერული განვითარების სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური