კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნულ სააგენტოში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა მიერ დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მიკროვინიფიკაციის კურსის ფარგლებში მოეწყო.
შეხვედრა პრაქტიკული კურსის ხელმძღვანელმა, ლაშა ბოდაველმა გახსნა. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანმა, ოლანი გოცირიძემ; უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, გიორგი ფარეშიშვილმა; საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელმა, ირმა მდინარაძემ; ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, მხარეებს შორის აქტიური პარტნიორობა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების მიერ შექმნილი ღვინოები ღვინის ეროვნული სააგენტოს საცავში პერმანენტულად განთავსდება.
პრეზენტაციაზე აუდიტორიის წინაშე სტუდენტებისგან დაკომპლექტებული ცხრა ჯგუფი წარდგა, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. პრაქტიკული კურსის ხელმძღვანელის, ლაშა ბოდაველის განცხადებით, ფაკულტეტის ბაზაზე დამზადებული სტუდენტური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.
ღონისძიებას, სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებასა და დარგის მომავალი სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას.
-
CIU-ს რექტორი და ვიცე-რექტორი სტამბოლში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში მონაწილეობდნენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრები ეწვივნენ
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი