GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ცნობილ დერმატოლოგს გერმანიდაან საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

კავკასიის საერთაშორისო უნიერისტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დერმატოლოგიის დარგში მსოფლიოში აღიარებულ მკვლევარს, თომას რუზიჩკას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. ოფიციალური ღონისძიება კსუ-ში გაიმართა, სადაც ადგილობრივ აკადემიურ პერსონალთან ერთად, მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ.

თომას რუზიჩკა მსოფლიოს წამყვან დერმატოლოგიურ ცენტრებთან და სამედიცინო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს და რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული ქართული სამეცნიერო კვლევების განვითარებაში. სწორედ ამ მიზეზის გამო, თომას რუზიჩკასთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება კსუ-ის აკადემიური პერსონალის და ადმინისტრაციის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

„ამ ტრიბუნიდან  მინდა მივესალმო ბატონ თომასს, მოხარული ვარ, რომ ის ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ასეთ საპატიო ცერემონიაზე ადამიანი რა თქმა უნდა, თავის ოჯახის წევრთან ერთად უნდა იყოს. ჩვენ დღეს გვექნება საშუალება დეტალური ინფორმაცია მივიღოთ ამ შესანიშნავი ადამიანის მოღვაწეობის შესახებ,“ – განაცხადა კსუ-ის რექტორმა კახაბერ კორძაიამ სიტყვით გამოსვლის დროს.

საპატიო სტუმრის მოღვაწეობის შესახებ მედიცინის დოქტორმა და პროფესორმა ლალი მეკოკიშვილმა ისაუბრა, მისი თქმით, თომას რუზიჩკა არის ცნობილი და გავლენიანი დერმატოლოგი და ძალიან რთულია მოკლე დროში მის ყველა მიღწევაზე საუბარი.

„ბატონი ტომასი წარმოშობით გახლავთ ჩეხეთიდან, მან მოღვაწეობა გააგრძელა გერმანიაში და ეს იყო ყველაზე პრესტიჟული საუნივერსიტეტო კლინიკების ხელმძღვანელი,

დუსელდორფსა  და მიუნხენში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პროფესიონალთან მუშაობა“, – აღნიშნა ლელა მეკოკიშვილმა.

თომას რუზიჩკასთვის საპატიო დოქტორის სტატუსის გადაცემის შესახებ რექტორის ბრძანება საზოგადოებას კსუ-ის სამეცნიერო კვლევით დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სესილი გოგიბერიძემ გააცნო. მისი თქმით, უნივერსიტეტის თანამშრომლობა უცხოელ წამყვან სპეციალისტებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მაქვს პატივი, რომ წავიკითხო რექტორის ბრძანება და საპატიო ჯილდო გადავცე ბატონ თომასს. ის გახლავთ, ძალიან საინტერესო მკვლევარი და ძალიან ცნობილი დემატო-ვენეროლოგი. ის არის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პუბლიკაციის ავტორი, 19 წიგნი აქვს გამოცემული და არის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დერმატოლოგთა ასოციაციის წევრი, ასევე არის სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემების სარედაქციო კოლეგიის წევრი. ბატონი თომასი  თანამშრომლობს ჩვენი მედიცინის ფაკულტეტთან. როგორც უნივერსიტეტის სამეცნიერო კვევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დაინტერესებული ვარ, რომ მსგავსი თანამშრომლობა გაღრმავდეს. სამედიცინო ფაკულტეტზე მიმდინარე კვლევების ინტერნაციონალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვისაც.

“ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ერთობლივ  პროექტებზე იმუშაონ ჩვენმა მეცნიერებმა.  ჩვენს სტუმარს აქვს ძალიან დიდი წვლილი საქართველოში დერმატოლოგიის კუთხით ჩატარებულ კვლევებში. გარდა ამისა, ის აქტიურადაა ჩართული და გულმხურვალე მხარდამჭერია ჩვენი უნივერსიტეტის. ყოველივე აქედან გამომდინარე, პროფესორებმა და რექტორმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ის საპატიო დოქტორად ყოფილიყო არჩეული,“ – განაცხადა სესილი გოგიბერიძემ EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური