კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ERASMUS+ CBHE კონკურსში გაიმარჯვა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU), ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) კონკურსში გაიმარჯვა, როგორც კონსორციუმის წევრმა პროექტში „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE).
CIU-ს მიერ 24 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება, კვლევის ხარისხის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება და ინსტიტუციური პრაქტიკის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
პროექტის ფარგლებში შემუშავდება ინოვაციური სასწავლო მოდულები, ახალი აკადემიური კურსები და კვლევის მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები, რაც კვლევასა და განათლებას შორის უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ხელს შეუწყობს.
პროექტი აერთიანებს ექვს ქართულ და ორ ევროპულ უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმის“ კოორდინაციით. პროექტის სრული დაფინანსება მომდევნო ორი წლის განმავლობაში 355,977 ევროს შეადგენს.
ERIC-GE-ს ფარგლებში, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი კოორდინაციას გაუწევს უნივერსიტეტის ჩართულობას, პროექტის აქტივობებში ეფექტიან მონაწილეობას, საერთაშორისო თანამშრომლობას და ინფორმაციის გავრცელებას.
CIU აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას Erasmus+-ის კონკურსებში და მომავალ ინიციატივებში ჩართულობის გაფართოებისკენ აქტიურად მუშაობს. საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გაძლიერებით, უნივერსიტეტი ცდილობს, გააფართოვოს შესაძლებლობები სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარებისთვის, ამავდროულად, წვლილი შეიტანოს უმაღლესი განათლების გლობალურ განვითარებაში.
აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობით, CIU კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინტერნაციონალიზაციის განვითარების სტრატეგიას, რაც აკადემიურ და კვლევით განვითარებას და გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ხელს უწყობს.
-
სტუდენტი პროფესიაზე – „CIU არის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იპოვონ საკუთარი გზა და დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების“
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი მომავალი პროფესია ღრუბლოვან ტექნოლოგიებში Geosoft Cloud-თან ერთად“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი