კონფუცის ინსტიტუტის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიება “ჩინეთი და ჩინური ენა” გაიმართება
30 სექტემბერს 16:30 საათზე ნიუტონის თავისუფალ სკოლაში კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება “ჩინეთი და ჩინური ენა”.
ღონისძიება შედგება ორი ნაწილისაგან:
პირველ ნაწილში ქართველი და ჩინელი სკოლის მოსწავლეები წარადგენენ შთამბეჭდავ მუსიკალურ ნომრებსა და წაიკითხავენ ჩინურ ლექსებს. თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის ლექტორები და ჩინური ენის მცოდნე სტუდენტები კი ისაუბრებენ უნიკალურ ჩინურ სამყაროზე, ძირითადად კი, ჩინური ენის სწავლებისა და მასთან დაკავშირებული პერსპექტივების შესახებ.
ღონისძიების მეორე ნაწილი კი დაეთმობა ჩინეთის შესახებ დაწერილი ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებას. მონაწილეობის მისაღებად მსურველებს ჩინურ ენაზე უნდა წარედგინათ თემა ჩინეთსა და ჩინური ენის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური მიმართულებისა და კონფუცის ინსტიტუტის სტუდენტებმა.
კონფუცის ინსტიტუტი საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, ისწავლოს ჩინური ენა და ეზიაროს მის კულტურას. საქართველოში კონფუცის ინსტიტუტი გაიხსნა 2010 წელს თავისუფალ უნივერსიტეტში. ჩინურ ენას ასწავლიან ქართველი და ჩინელი კვალიფიციური ლექტორები.წარმატებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩინეთში გაიარონ სტაჟირება, ასევე მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სახის კონკურსებში.
ღონისძიებას დაესწრებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და სხვა საპატიო სტუმრები. დამსწრეებს გელოდებათ საინტერესო საღამო და სასიამოვნო სიურპრიზი.
მისამართი: ნუცუბიძის ფერდობი, I მ/რ, ბედიას ქუჩა, ნიუტონის თავისუფალი სკოლა, საკონფერენციო ოთახი (მეოთხე სართული).
- 9 -12 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი “ედისონის ლიგა – QUINTUS 2017” გამოცხადდა by თავისუფალი უნივერსიტეტი
- “ცოდნის ფონდი“ კახა ბენდუქიძის ქვრივს განცხადებით პასუხობს by თავისუფალი უნივერსიტეტი
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით კამპუსში კახა ბენდუქიძის კვირეული ჩატარდა by თავისუფალი უნივერსიტეტი