კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია – EDU.ARIS.GE

საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი EDU.ARIS.GE აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.
ვაკანსია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთით ან შეთავსებით
სამუშაოს აღწერა
კორპორატიული კლიენტებისთვის ინტერნეტში საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურეობების შეთავაზება;
კორპორატიული კლიენტების საჭიროებების გამოვლენა, მათთვის უნიკალური შეთავაზებების მომზადება და ექსკლუზიური სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულების გაფორმება.
კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მომსახურების სფეროში პოტენციურ კლიენტთან ურთიერთობის რეალური გამოცდილება – მომსახურების პირობების ახსნა, შეთავაზების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება.
საინფორმაციო სააგენტოში ან სარეკლამო კომპანიაში კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება (გადასახადების ჩათვლით):
1500 ლარი (დათქმით) + რეალური ბონუსები (ჯამში 3500 ლარამდე)
პრეტენდენტმა წერილობითი სახით უნდა წარმოადგინოს თავისი სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა კორპორატიულ გაყიდვებში, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი იქნება განხილული როგორც სტაჟიორი (500 ლარი თვეში გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში)
ვაკანსია ძალაშია სანამ გამოქვეყნებულია საიტზე!
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით salesedu@aris.ge მისამართზე, თემაში მიუთითეთ – „გაყიდვები“
შემოუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!
Aris.ge-განათლება წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც აერთიანებს ორ ვებ-გვერდს : edu.aris.ge და studinfo.ge (პორტალს, გუგლის მონაცემებით, ყოველთვიურად ჰყავს 500 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს-230 000-ზე მეტი გამომწერი).
ჩვენ წლების (2014-დან) განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში ჩართულ ყველა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურასთან, ყოველდღიურად ვაშუქებთ განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან და განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან, ვათავსებთ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, სასწავლო მასალებს და მრავალ სხვას.
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ოთხ საგანში (დაწყებითი კლასები) – გამოცდები 2025 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ისევ ახალი მინისტრის, გივი მიქანაძის იმედად ვართ“ – რა აქტივობით წარიმართა სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები და როგორია მისი ლეგიტიმაცია? by ARIS.GE-განათლება