GE

კსუ 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობას აცხადებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;

ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;

ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;

ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV სემესტრებში. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);

საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;

საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს.

საერთაშორისო მარკეტინგის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 25 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;

სამართლის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართალმცოდნეობის (სამართლის) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

სამართლის სადოქტორო პროგრამა – 1 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II და III წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართლის / პოლიტიკის მეცნიერების / საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;

ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I – IV წელს;

საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;

მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I წელს;

მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 50 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, III, V, VII, IX, XI სემესტრებში;

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, III, V, VII სემესტრებში;

ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, III, V, VII სემესტრებში;

მედიცინის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების IV, V, VIII, IX, X, XI, XII სემესტრებში;

სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X სემესტრებში;

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა – 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, III სემესტრებში;

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა – 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს.

მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge 31 ივლისიდან 21 აგვისტოს 18 საათამდე.

სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
  • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

სამაგისტრო პროგრამებზე:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი /
  • ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.

სადოქტორო პროგრამებზე:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
  • მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
  • კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი.
  • სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დოკუმენტი;
  • სამოტივაციო წერილი, რომელიც მოიცავს კანდიდატისთვის საინტერესო საკვლევი თემის აქტუალობისა და მნიშვნელობის დასაბუთებას;
  • დარგის სპეციალისტთა ორი რეკომენდაცია;
  • ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტი უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის სერთიფიკატის წარდგენისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი და დასრულებული აქვს ინგლისურ ენაზე.
  • ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
  • ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური