GE

კსუ-ის მულტიმედია ცენტრში ვორკშოფი ,,მულტიმედია წიგნიერება“ ჩატარდა

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018-ის ფარგლებში, 24 სექტემბერს, კსუ-ის მულტიმედია ცენტრში ვორკშოფი – ,,მულტიმედია წიგნიერება“ ჩატარდა.

მედია და კომუნიკაციები თანამედროვე სამყაროში, კამერის წინ მუშაობის გამოცდილება, როგორ ავაწყოთ სიუჟეტი, უსაფრთხო ქცევები სოციალურ ქსელში – ეს იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალი გახლავთ, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ჟურნალისტიკის წრეში (მედიასტუდია „დრო“) ჩართულმა, მე-11-12 კლასის მოსწავლეების 20 კაციანმა ჯგუფმა, კსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებთან მულტიმედია წიგნიერების სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიარა.

აღსანიშნავია, რომ 24 სექტემბერს, მულტიმედია ცენტრის ტელესტუდიაში, ჟურნალისტიკის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების ფოტოგამოფენაც მოეწყო, სადაც სასწავლო დისციპლინის ,,ფოტოჟურნალისტიკის“ ფარგლებში მათ მიერ გადაღებული ნამუშევრები გამოიფინა.

ვორკშოფის დასასრულს, მონაწილეები, ტრენერები და საორგანიზაციო ჯგუფის წევრები სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2015 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით იმართება. წლევანდელ ფესტივალში, რომელიც 22 სექტემბრიდან დაიწყო და პირველი ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც აქტიურად მონაწილეობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური