GE

კსუ-ის საკალათბურთო გუნდმა ,,ა“ ლიგის თამაშზე გუნდი ,,თბილისი” 10-ქულიანი სხვაობით დაამარცხა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 2017-2018 წლის ,,ა“ ლიგის მეხუთე ტურის თამაშები დასრულდა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი – ,,თბილისს” შეხვდა და 10-ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდი ,,ა“ ლიგის დებიუტანტ ნაკრებებს წარმოადგენენ, შესაბამისად, პროფესიონალურ ლიგაში თავის დასამკვიდრებლად, თითოეულ ქულასა და მოგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

კსუ-ის გუნდიდან 32 ქულით, 8 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო შედეგი – ამერიკელმა ლეგიონერმა – რაიან აარონმა აჩვენა. 19 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა ასევე ამერიკელმა ლეგიონერმა – მაიკლ თორნმა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში – 93:83 დაფიქსირდა.

კსუ-ის საკალათბურთო გუნდი ,,ა“ ლიგის მომდევნო ტურის თამაშს – ,,ტიტებთან“ 1-ლ მარტს გამართავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური