GE

კსუ-ის სტუდენტები მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018-ის ფარგლებში კონფერენციაზე წარსდგნენ

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2018 -ის ფარგლებში, კიდევ ერთი აქტივობა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან განხორციელდა, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ორგანიზებულ კონფერენციაში, მედიცინის ფაკულტეტის, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის ორი სტუდენტის მონაწილეობა გახლდათ.

სტუდენტური კონფერენცია – „ნორმალური და პათოლოგიური ანატომია სასამართლო მედიცინასა და კრიმინალისტურ ექსპერტიზაში“, ალექსანდრე ნათიშვილის 140 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა კავკასიის საერტაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს.

მონაწილეთა საკონფერენციო ნაშრომები ისეთ საინტერესო და აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა როგორებიცაა: „ჟანგბადის მწვავე უკმარისობით გამოწვეული სიკვდილი“, ’’What happens to our body after death“ და „ნარკოტიკული შხამებით დამდგარი სიკვდილი“.

კსუ-ის სტუდენტებმა – მარეხ სალდაძემ და ქეთევან ჩაჩანიძემ (ნაშრომის ხელმძღვანელი კსუ-ის მოწვეული პედაგოგი – მაია სვანიძე) ჯგუფურად მომზადებული ნაშრომი – „ქალა-ტვინის სხვადასხვა სახის დაზიანებით გამოწვეული გარდაცვალების ფაქტები“ – წარმოადგინეს.
სტუდენტური კონფერენციის მონაწილეები, სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური