GE

კსუ-ის სტუდნეტები ეუთოს ახალგაზრდა ლიდერთა საზაფხულო სკოლაში მიიღებენ მონაწილეობას

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ეუთოს ახალგაზრდა ლიდერთა საზაფხულო სკოლაში მიიღებენ მონაწილეობას.

შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარეს და მონაწილეობის უფლება მოიპოვეს კსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა – თეონა ქობალიამ, ჯემალ კონცელიძემ და ვარდო მეტრეველმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა – მარიამ გალდავამ, ხატია თანდილაშვილმა და კურსდამთავრებულმა მალხაზ კოხიამ.

მაგისტრატურის სტუდენტის მარიამ გალდვას საკონკურსო ნაშრომმა, რომელიც მის ინტერესებს, მიზნებსა და მოლოდინებს შეეხებოდა, პირველი ადგილი დაიკავა.

„ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი“ – ამის მაგალითი ხატია თანდილაშვილია, კონკურსანტმა პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ბედი მეორედ სცადა და საზაფხულო სკოლის მონაწილეთა შორის მოხვდა.

საზაფხულო სკოლა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარდება და 28 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.

საზაფხულო სკოლაში გამგზავრების კანდიდატები შესაბამის მოსამზადებელ პროგრამას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში გაივლიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური