GE

კსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ფასანაურში საჯომარდო ბანაკში იღებდა მონაწილეობას

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მოწვევით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და კურსის 50-მდე აქტიური სტუდენტი ფასანაურში, საჯომარდო ბანაკში მონაწილეობდა.

პროექტი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტში, საორგანიზაციო და ტექნიკური მიმართულებით, კსუ-ის სტუდენტების ჩართვისთვის საჭირო ფინანსური რესურები, როგორც ორგანიზატორებმა, ასევე უნივერსიტეტმაც გამოყო. აღნიშნული ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური