GE

კსუ-ის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის გასვლით ხასიათის სემინარი ჩატარდა

კსუ-ის ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა ლალი მიქელაძემ, პირველკურსელთათვის სასწავლო დისციპლინის ფარგლებში – „ტურიზმის საფუძვლები“ ლექცია -სემინარი ფორაქიშვილების დარბაზში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ეს ლოკაცია თბილისის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. ავლაბრის უბანში, ძველ ქართულ- ხალხურ საცხოვრებელ სახლში დღემდეა შემორჩენილი უნიკალური ე.წ. დარბაზი, რომელიც ფორაქიშვილების ოჯახს ეკუთვნოდა.

გასვლით-პრაქტიკული ხასიათის სემინარის – „ქალაქი სადაც კვლავ დაბრუნდებით“ დასასრულს სტუდენტებმა მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს.

პროგრამის ხელმძღვანელმა – ლალი მიქელაძემ სტუდენტებისათვის, ძველ თბილისში პროფესიული ტურიც ჩაატარა, რომლის დროსაც ისტორიულ-კულტურული ძეგლები მეტეხი, სიონი, ფერისცვალების მონასტერი, დარეჯან დედოფლის სასახლე, თბილისის ჯუმა მეჩეთი, ანჩისხატის ეკლესია და ტურისტული ღირსშესანიშნაობანი: აბანოთუბანი, ლეღვთახევი, სუვენირების „გვირაბი“ და ახლადგახსნილი მუზეუმი აბანოთუბანში – მოინახულეს. სტუდენტებს, საინფორმაციო ტური ჩაუტარდათ სასტუმრო „ მეფე გორგასალშიც“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური