GE

კსუ-ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი ესტუმრა

,,ყოველი მარცხი გამოიყენეთ თქვენი შემდგომი წარმატებისთვის“ – სწორედ წარმატების მისაღწევად საჭირო უნარებზე, კარიერულ განვითარებასა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ინგა ხუციშვილმა, სტუდენტებთან შეხვედრის დროს.

კსუ-ის კარიერული განვითარების ცენტრისა და ბიზნესის ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრაზე, მომხსენებელმა შეკრებილ აუდიტორიას მოკლედ გააცნო კორპორაციის სტრატეგია და საქმიანობის ძირითადი ასპექტები.

საჯარო ლექციის მეორე პანელში ინგა ხუციშვილმა, სტუდენტებს კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები მისცა, მოისმინა მათი შეკითხვებიც და განიხილა წარმატებული რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენის პრაქტიკული დეტალები.

მომხსენებლის თქმით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის საჭიროა ორმხრივი ურთიერთობა და მოტივაცია – წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომლობა ეფექტური ვერ იქნება.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პოტენციურ დამსაქმებლებთან ამ ტიპის შეხვედრები და საუბრები სისტემატურ ხასიათს ატარებს და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური