GE

კსუ-ში გაიმართა კონფერენცია თემაზე – „ეუთოს რეგიონი – უნივერსიტეტთა როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირებაში“

6 თებერვალს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კონფერენცია თემაზე – „ეუთოს რეგიონი – უნივერსიტეტთა როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირებაში“ გაიმართა.

კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიასთან, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეასთან, ეუთოს ახალგაზრდობის ქსელ 2250-თან, საერთაშორისო მოძრაობა „უნივერსიტეტები მშვიდობისთვის“/საუნივერსიტეტო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრთან და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტთან თანამშრომლობით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ულოფ პალმე პრიზის დაარსებას მიეძღვნა, რომელსაც საფუძველი 1987 წლის 6 თებერვალს ჩაეყარა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უდიდეს მიღწევად ითვლება.

კონფერენცია კსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა – ვახტანგ მაისაიამ გახსნა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, კსუ-ის რექტორმა- კახაბერ კორძაიამ, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩმა – ულრიკ ტიდესტრომმა, სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურმა წარმომადგენელმა – რუდოლფ მიხალკამ, ულოფ პალმეს პრიზის გამარჯვებულმა, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის აზერბაიჯანის კომიტეტის თავმჯდომარემ – აზრუ აბდულაიევამ და ულოფ პალმეს ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა – ბადრი ნაჭყებიამ.

კონფერენციის მეორე ნაწილი დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ 6 თებერვალს, უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე გაიხსნა გამოფენა, სადაც კსუ-სა და ეუთოს შორის არსებული ურთიერთობის ამსახველი 30-ზე მეტი საარქივო ფოტო გამოიფინა.

კონფერენციაზე დასკვნითი სიტყვით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამისა და ეუთოს ბიშკეკის აკადემიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული – ლაშა კანთელაშვილი წარსდგა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური