GE

კსუ-ში გიორგი გობეჩიას და დიკა სალაყაიას პოეზიის საღამო გაიმართა

21 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის განათლების კომიტეტის ორგანიზებით ,,პოეზიის საღამო’’ გაიმართა.

პოეტებმა გიორგი გობეჩიამ და დიკა სალაყაიამ საკუთარი ლექსები წაკითხეს. ღონისძიებას, როგორც კსუ-ს სტუდენტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ კსუ-ში პოეზიის საღამო და შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიებები სისტემატურად ტარდება და მასზე დასწრება ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური