GE

კსუ-ში ონლაინ შეხვედრა გაიმართა თემაზე: „კატარის ავიახაზების უსაფრთხოების ზომები პანდემიის პირობებში“

11 ივნისს კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის (ხელმძღვანელი – ლალი მიქელაძე) და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით, ონლაინ შეხვედრა გაიმართა თემაზე: „კატარის ავიახაზების უსაფრთხოების ზომები პანდემიის პირობებში“.

შეხვედრას კატარის ავიახაზების გაყიდვების აღმასრულებელი, ეკა კაკაურიძე უძღვებოდა, რომელმაც შემდეგ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება: რეპატრიაციული ფრენები; ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი; მდგრადი და მწვანე ავიახაზი; უმაღლესი სტანდარტების საჰაერო ხომალდები; სტუდენტური კლუბის პროგრამა მოგზაურებისთვის; გლობალური ტურიზმის აღდგენა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური