GE

კსუ-ში როექტის – „სტუდენტური ცხოვრება 2019“ – პრეზენტაცია გაიმართა

14 მაისს, კსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული პროექტის – „სტუდენტური ცხოვრება 2019“ – პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, სტუდენტური ცხოვრების განვითარებას, სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბებასა და მოტივაციის ამაღლებას.

პროექტის სპორტული აქტივობები მოიცავს შემდეგ სახეობებს: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი (ბიჭები/გოგოები), მარათონი (ბიჭები/გოგოები), ველო მარათონი (ბიჭები/გოგოები), მეკლდეურობა (ბიჭები/გოგოები), ბილიარდი (ბიჭები/გოგოები), ჭადრაკი (ბიჭები/გოგოები), ნარდი (ბიჭები/გოგოები), მაგიდის ჩოგბურთი (ბიჭები/გოგოები), დარცი, მკლავჭიდი (ბიჭები/გოგოები), ქუჩის ფეხბურთი, გრეხედბოლი, დოჯბოლი; კულტურული აქტივობები: „კავეენი“, საუკეთესო ნახატი, ფოტოკონკურსი, თანამედროვე სიმღერა; საგანმანათლებლო აქტივობები: „რა? სად? როდის?“ (ქართველებისთვის), „რა? სად? როდის?“ (უცხოელებისთვის), დებატები, სპიკერი, ბრეი რინგი.

„სტუდენტური ცხოვრება 2019“ ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება და მასში 1200-1500 სტუდენტის ჩართვა იგეგმება, შედეგების მიხედვით კი საუკეთესო ფაკულტეტი გამოვლინდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური