GE

კსუ-ში საქართველო-ლატვიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კსუ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის (ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი) ორგანიზებით, საქართველო-ლატვიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ინგრიდა ლევრენცე, საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში დავით აფციაური, კსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებმა, საქართველო-ლატვიის ურთიერთობების ისტორიული პერიპეტიები და დღევანდელი გამოწვევები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

ოფიციალური მიმართვების შემდეგ, აუდიტორიის წინაშე ლატვიური ნაციონალური სიმღერის ანსამბლი „ვიზმა“ წარსდგა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

დღის დასასრულს, კსუ-ის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში ლატვიელ სტუმრებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოსა და ლატვიის საგანმანათლებლო სისტემების შესახებ იმსჯელეს. მიმოიხილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლატვიურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთობლივი კვლევები, ასევე პროფესორთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური