GE

კსუ-ში სტუდენტების საავტორო ტურნირი – ,,კროსვორდ-ტური“ გაიმართა

კსუ-ის სტუდენტების ბაკურ ხუბულავასა და მარიამ თოდუას საავტორო ტურნირი – ,,კროსვორდ-ტური“ გაიმართა, სადაც მონაწილეობა, როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს.

თამაშის მიმდინარეობისას გაიმართა სამი ჯგუფური ეტაპი, საიდანაც ფინალურ ტურში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორე ადგილოსანი გადავიდნენ. ფინალში გუნდებს კროსვორდის შესავსებად 5, ხოლო ნახევარფინალში სამი წუთი ჰქონდათ გამოყოფილი.

საპრიზო ადგილები შემდეგნაიარად გადანაწილდა: პირველი ადგილი: ბექა ხოჯავა, მეორე და მესამე ადგილი კი ირაკლი ბიგვავამ და შანშე ქექაძემ გაიყვეს. საუკეთესო სამეულს კსუ-ს ინტელექტკლუბისაგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური