კვლევითი გრანტით ოლომოუცის უნივერსიტეტში – საბაუნის პროფესორები ჩეხეთის უნივერსიტეტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მაია მანჩხაშვილი და აფილირებული ასისტენ პროფესორი
მაკა ბენაშვილი კვლევითი პროექტით ჩეხეთში, ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
ერთი თვის განმავლობაში საბაუნის ლექტორები კვლევით საქმიანობას ეწეოდნენ წმ. კირილის და მეთოდის სახელობის თეოლოგიის ფაკულტეტზე, კომუნიკაციების დეპარტამენტში, პროფ. იაროსლავ ფრანკის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში, ქართველი მკვლევარები შეხვდნენ ჩეხ პროფესორებსა და მეცნიერებს.
პროექტის დასახელებაა “ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია ჩეხეთის რესპუბლიკაში 1993-2023 წლებში”.
პროექტის შედეგად, პროფესორები მაია მანჩხაშვილი და მაკა ბენაშვილი ერთობლივ სტატიას მოამზადებენ აღნიშნულ კვლევაზე, რომელიც ასევე არის მათი ერთობლივი
მონოგრაფიის “საქართველო-ჩეხეთის თანამშრომლობა 1993-2023 წლებში”.
კვლევითი პროექტი მიმდინარე წლის თებერვალში (2-28) ჩატარდა და ჩეხეთის განათლების სამინისტროს კვლევითი გრანტით გახდა შესაძლებელი.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი