„მადლობა განათლების მინისტრს ამ ინიციატივისთვის“ – ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განათლება, კულტურა და სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი სფეროებია. ამის შესახებ მან პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან მართავს შეხვედრას.
ირაკლი კობახიძის თქმით, განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება გაგრძელდება და განსაკუთრებული ყურადღება განათლების ყველა საფეხურზე ინფრასტრუქტურის განვითარებას დაეთმობა.
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ხაზგასმით ახსენა მასწავლებელთა სახელფასო მატების თემა და გიორგი ამილახვარს მადლობაც გადაუხადა.
“როგორც მოგეხსნებათ, წელს მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი. ასეთი სწრაფი ზრდა ხელფასების აქამდე ჩვენ არ გვქონია და მადლობა ამ ინიციატივისთვის განათლების მინისტრს. ეროვნული სასწავლო გეგმის განახლება იგეგმება და აქტიურად მიმდინარეობს სახელმძღვანელოების განახლება, რაც არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი – ირაკლი კობახიძე 1-ელ თებერვალს, პარტიის ყრილობაზე წარადგინა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 8 თებერვალს იყტიან კენჭს.
ასევე იხილეთ:
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს – წევრების სია
by ARIS.GE-განათლება
-
პრეზიდენტი პარლამენტში: „ჩვენი მიზანი ასეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს…“
by ARIS.GE-განათლება