GE

მანანა კაპეტივაძე მოსწავლეთა მშობლებს: ერთად, ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ თანამგრძნობი სულების თაობა

მანანა კაპეტივაძე, ღირსების ორდენის მფლობელი სასკოლო მიღწევებისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული და უცხოური ენების პედაგოგი, მოსწავლეთა მშობლებს მიმართავს და ხსნის, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მშობლის მოსწავლესთან საუბარს მის აღზრდაში.

“ძვირფასო მშობლებო! არ მინდა, გამოვიდეს, თითქოს მორალს გიკითხავთ. არა! უბრალოდ, მინდა სულ გახსოვდეთ, რომ ჩვენი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ჩვენი შვილები არიან! ყოველი დღე დაუთმეთ რამდენიმე წუთი მაინც, რათა მათ ჩაეხუტოთ, ესაუბროთ მათ სიყვარულზე, თანაგრძნობაზე, მეგობრობასა და სიკეთეზე. ჰკითხეთ, როგორი დღე ჰქონდათ სკოლაში, რა გააკეთეს კარგად, რა იყო ისეთი, რამაც გული ატკინათ. დაელაპარაკეთ ისე, რომ გული გადაგიშალოთ. დააკვირდით მათ ემოციებს, გამოხედვას, საუბრის მანერას. დაკვირვებული და მოსიყვარულე მშობელი ყოველთვის შეამჩნევს შვილის თვალებში სევდას ან სიხარულს.

გვახსოვდეს, რომ როგორც მშობლები, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობაა აღვზარდოთ არა მხოლოდ ფიზიკურად ჯანმრთელი შვილები, არამედ აღვზარდოთ ჩვენი შვილების გული და გონება ისე, რომ შესისხლხორცებული ჰქონეთ ერთმანეთის სიყვარული, უმწეო ადამიანების და ცხოველების დაცვა. ვასწავლოთ სიკეთის კეთება, მეგობრობა კლასელებთან, და გახსნილობა მასწავლებლებთან. ხშირად გამართეთ გულწრფელი საუბრები, გაუზიარეთ თქვენი სიბრძნე, საუკეთესო გამოცდილებები და იყავით მათთვის მისაბაძი მაგალითი.

ერთად, ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ თანამგრძნობი სულების თაობა, რომელიც სამყაროს უფრო ნათელ ადგილად აქცევს. სიკეთის გაკვეთილები, რომლებსაც მათ გულებში ჩვენ, მშობლები და პედაგოგები ერთად ჩავნერგავთ, ჩამოაყალიბებს მათ სულიერ სამყაროს და მათ ნათელ მომავალს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური