მასწავლებელი სხვას რომ ასწავლის, თვითონაც სწავლობს – გელა ჩარკვიანი უცხო ენის სწავლებაზე
9 ნოემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი.
საკუთარ წიგნში “როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” გელა ჩარკვიანი წერს:
მასწავლებელი სხვას რომ ასწავლის, თვითონაც სწავლობს. ეს ენასაც ეხება და სწავლებაში გამოსაყენებელ ხერხებსაც. ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ინგლისური ენის სწავლების ჩემებური მეთოდი საბოლოოდ 70-იანების შუა წლებში ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც დაუსწრებლად დავამთავრე ასპირანტურა და მეთოდიკის საკითხებზე რამდენიმე ნაშრომიც გამოვაქვეყნე.
ადრე ვთქვი, რომ უცხო ენა ინგლისის უნივერსიტეტებში tough aubject-ად, ძნელ საგნად მიიჩნევა. მოდით, ვნახოთ რატომ არის უცხო ენა ბევრ სხვა საგანზე უფრო ძნელი ასათვისებელი. რა არის მისი განსაკუთრებულობა და ის მთავარი სირთულე, რომელთან შებრძოლება უხდება ყველას, ვინც მოინდომებს მის სრულყოფილად ფლობას?
თქვენ თუ მეტყვით, რომ პლანეტა დედამიწას აქვს ორი პოლუსი, ჩრდილოეთი და სამხრეთი, მე ამას გავიგებ, დავიხსომებ, მეცოდინება და ვინმე ჩემზე უცოდინარსაც შევძლებ გავაგებინო. იმას თუ მომიყვებით, რა საზარელი მარცხი განიცადა ნაპოლეონის არმიამ ვატერლოოში, გავიგებ, დავიხსომებ და შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში, იქნებ სუფრასთან მჯდომმა, მეგობრებთან საუბარშიც გამოვიყენო. მაგრამ, თუ თქვენ ამიხსნით, როგორ უნდა ჩავაჭედო ლურსმანი კედელზე ფანქრით აღნიშნულ წერტილში, ვერ გამოვრიცხავ, რომ თითებს დავიჟეჟავ, სანამ ამის კეთებას ვისწავლი. ან, ვთქვათ, წარმოვიდგინოთ სიტუაცია, სადაც გამოცდილი მწვრთნელი ასწავლის ახალბედა ფეხბურთელს, როგორ უნდა ჩააწოდოს მან კუთხური ისე, რომ ბურთმა ჰაერში იტრიალოს და საჭირო მომენტში კარისკენ გაუხვიოს. ახალბედამ უკვე მიიღო ინსტრუქცია და იცის, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიიღოს. იცის როგორ, მაგრამ განა შესძლებს, სანამ ასჯერ, ორასჯერ ან მეტჯერ არ შეეცდება თავისი საოცნებო კუთხურის ჩაწოდებას? ანუ სანამ არ გამოიმუშავებს ჩვევას?
უცხო ენის შესწავლა გულისხმობს არა იმდენად ცოდნის შეძენას, რამდენადაც ჩვევების გამომუშავებას. და არა ორი და სამი, არამედ აუარებელი სხვადასხვა ჩვევის. ჩვევების გამომუშავებას მოითხოვს ბალეტი და მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა. ამიტომაა, რომ ხელოვნების ამ სახეობებში ნამდვილ წარმატებას მხოლოდ რკინის დისციპლინის მქონე, შრომისმოყვარე ადამიანები აღწევენ. მუსიკას, ფორტეპიანოზე დაკვრას, საქართველოში ბავშვების უმრავლესობას ასწავლიან, მაგრამ განა ბევრი ახერხებს გამოიმუშავოს საჭირო ჩვევები იმისათვის, რომ ზრდასრულ ასაკში შეძლოს „ნორმალურად” დაკვრა (პროფესიონალი მუსიკოსები არ მიგულისხმია)?! უმეტესობა ამ საქმიანობას თავს ადრევე ანებებს – ეზარება ნოტების კითხვა (მართლაც ძნელი საქმეა), გამების, არპეჯიოებისა და ჩერნის მოსაწყენი ეტიუდების ზუთხვა. ამიტომ არაფერია უცნაური იმაში, რომ უცხო ენების შესწავლასაც მხოლოდ შრომისმოყვარე ადამიანები ახერხებენ. ისინი, ვისაც იმ ახალბედა ფეხბურთელის არ იყოს, არ ეზარება ასჯერ და ორასჯერ, ასე ვთქვათ, „ჩამოაწოდოს კუთხური“ – გაიმეოროს წინადადების მოდელი
- განათლებაში ამ პროექტის განხორციელებას მთელი ყურადღება დაეთმობა – პრემიერ-მინისტრის განცხადება by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები
- ის, რაც საბავშვო ბაღის თანამშრომელმა და აღსაზრდელის მშობელმა უნდა იცოდეს – ცვლილება კანონში by ARIS.GE-განათლება