GE

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია გელა ჩარკვიანი

ფოტო –
დეა სოსელია

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რომელი წიგნით დავიწყოთ და რა აყვარებს ადამიანს კითხვის პროცესს. მოზარდების, ახალგაზრდებისა და უბრალოდ ჩვენი მკითხველისთვის წიგნისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით შექმნილი რუბრიკის „ჩემი წიგნი“ სტუმარია დიპლომატი, მწერალი და პედაგოგი გელა ჩარკვიანი:

– რომელი იყო ის წიგნი, რომლითაც კითხვა დაიწყეთ და რას კითხულობთ დღეს?

– თავდაპირველად წიგნებს ბუნებრივია მიკითხავდნენ. ეს წიგნებიც ანუ ძირითადად ზღაპრები, ძმები გრიმების, ანდერსენის, ქართული ხალხური და აღმოსავლური ზღაპრები, ისეთივე შთაბეჭდილებას ტოვებდნენ ჩემზე, როგორც ვთქვათ, ჩემი წაკითხული წიგნები. რა მნიშვნელობა აქვს წიგნს კითხულობ თუ გიკითხავენ? არანაირი! შემდეგ უფროსი ძმების გავლენით მაინ რიდის და ჟიულ ვერნის წაკითხვა დავიწყე. ძალიან მიყვარდა ფენიმორ კუპერი. გარდა იმისა რომ კითხულობ შენთვის, სკოლაშიც სწავლობ. ქართულ ლიტერატურას ჩვენ სკოლაში საკმაოდ საფუძვლიანად ვსწავლობდით და ამიტომ არაფერს ვსაუბრობ მასზე. თუმცა, მე-7 კლასის მერე მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად და იქ უკვე რუსულ ლიტერატურას დავეუფლე.

7676a930b27946e3c159e774068c8961სტუდენტობის დროს უკვე სერიოზულ ლიტერატურაზე გადავედი. განსაკუთრებით საინტერესო გახდა ჩემთვის ფილოსოფია. ბერტან რასელის დასავლეთის ფილოსოფიის ისტორია. დღემდე მაქვს ეს წიგნი, გაცრეცილია მართალია, მაგრამ მაინც ძალიან ძვირფასია ჩემთვის, არაერთხელ მივბრუნებივარ. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ამ ჟანრში ჩემთვის გამორჩეული ორი მწერალია ოლდოს ჰაქსლი და ჯეიმს ჯოისი. რომ გითხრათ, წიგნს ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ გარდატეხა შემოუტანია და მთლიანად შევეცვალე, ნამდვილად არა. მე ნელ-ნელა ვვითარდებოდი და მიყალიბდებოდა ღირებულებები. ასევე ძალიან მიყვარს პოეზია. ჩემთვის ყველაფერი მხატვრული პოეზიიდან იწყება. თუ ადამიანი პოეტი არაა, ის ვერც მუსიკას დაწერს და ვერც რაიმე მხატვრულს. მიყვარდა ქართული, რუსული, ფრანგული და რა თქმა უნდა ინგლისური პოეზია. გალაქტიონ ტაბიძე, ახმატოვა, ბრიუსოვი, ვერლენი, ბაირონი და რაღა თქმა უნდა ედგარ პო.

გელა ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ყველა ეპოქას თავისი საჭირო ცოდნა აქვს.

„სწორედ ამიტომ, რთულია არსებობდეს მზა რეცეპტი, რა უნდა წაიკითხო და როდის და მით უფრო ამის შესახებ ვიცოდე. არ მიყვარს ადამიანებისთვის რეცეპტის მიცემა. მე რაც მიყვარს და რაზეც ვისაუბრე, ბუნებრივია ამასვე ვურჩევდი რომ წაეკითხათ. თუმცა ამის გარდა, არის წიგნები, რომელიც ალბათ უნდა გქონდეს წაკითხული. ესენია:

  • ბერძნული მითოლოგია
  • ილიადა და ოდისეა
  • ისტორიული წიგნები უნდა იკითხონ ძალიან ბევრი.
  • მხატვრული ლიტერატურიდან, ბუნებრივია დღეს სხვა წიგნებია აქტუალური, თუმცა კლასიკა არსებობს და დავუბრუნდეთ მას.
  • სკოლაში რასაც სწავლობენ ძალიან მნიშვნელოვანია“

„ჩემი აზრით, ახლანდელმა თაობამ უფრო მეტი იცის. ეს თაობა უფრო განათლებულია. სამყარო იციან, მსოფლიო იციან, ინფორმაციას ადვილად იღებენ. ეს ხომ მოგონილი ამბავია, რომ ამბობენ, ადრე უფრო განათლებული თაობა იყოო. მხოლოდ რომანის წაკითხვა რას აძლევდა მათ? სამყაროს შესახებ არაფერი იცოდნენ. მხოლოდ მხატვრული წიგნიდან რა უნდა შეემეცნათ.

დღევანდელმა ბავშვებმა იციან ის, რის შესახებაც ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა. ახლა მეტი იციან, ნამდვილად ასეა. მაშინ განათლება უფრო გიმნაზიური ხასიათის იყო. ლექსების ზეპირად სწავლა. ასეთი ადამიანი ითვლებოდა განათლებულად. ნამდვილად არაა ცუდი იცოდე ლექსები ზეპირად, განათლება სხვა ბევრი კომპონენტისგან შედგება. რა თქმა უნდა კარგია, იყოს ზომა, წიგნსა და ინტერნეტს შორის, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს წიგნი უკვე ინტერნეტშია. მაშინ რა განსხვავებაა ხელში გიჭირავს ფურცელი თუ ამ ყველაფერს ინტერნეტწიგნში კითხულობ?! გადაჭარბებული შიში რომ წიგნს აღარ წაიკითხავენ და წიგნი გაქრება, ნამდვილად გადაჭარბებულია. ასე იყო ტელევიზორის გამოჩენისას, თეატრი და კინო გაქრებაო. თეატრიც არის, კინოს და არც წიგნს მოუვა არაფერი“, – ამბობს გელა ჩარკვიანი“, Aris.ge-განათლებასთან საუბარში.

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია ვლადიმერ (ლადო) პაპავა

ჩემი წიგნი – რუბრიკის სტუმარია მზექალა შანიძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლაშა ბუღაძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გურამ დოჩანაშვილი

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დათო ტურაშვილი

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია ლევან ბერძენიშვილი

რა წავიკითხოთ საზაფხულო არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია გიორგი კეკელიძე

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია დავით დეფი

რა წავიკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე? – რუბრიკის სტუმარია მარიკა ლორთქიფანიძე

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური