GE

მასწავლებელთა გამოცდების შედეგები აგვისტოს ბოლოდან გამოქვეყნდება – „ნაეკი“

2021 წლის მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგები აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება – აღნიშნული თარიღი EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე დღეს, 12 აგვისტოს დაუსახელეს. როგორც საგამოცდო ცენტრში გვითხრეს, შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება მასწავლებელთა გამოცდებზე გამოქვეყნებული ტესტების სწორი პასუხებიც.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ფეისბუქ გვერდზეც, „ნაეკის“​ ფეიჯის ადმინისტრატორი დაინტერესებულ პირთა საპასუხოდ წერს, რომ მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სექტემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება. შესაბამისად, ზუსტად როდის გამოქვეყნდება სწორი პასუხები და შედეგები, ამ ეტაპისთვის ბუნდოვანია. გამოცდაზე გასულ პირებს, ჯერჯერობით ლოდინი მოუწევთ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა თითქმის ყველა საგნის ტესტები უკვე გამოაქვეყნა. დარჩენილია  სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტესტების გასაჯაროება, დღეს სპეც მასწავლებლების დამატებითი სესია ტარდება, სწორედ ამის შემდეგ გამოქვეყნდება გამოყენებული ტესტებიც.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია წელს 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

ამავე თემაზე: 

„სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ყოველწლიურად ჩატარდება“

როგორია ეროვნული გამოცდების მონაწილეთა ნამუშევრების გასწორების პროცედურა – „ნაეკის“ პასუხი

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური