GE

მასწავლებელთა გამოცდისთვის შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის მოთხოვნა 18 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი

2021 წლის მასწავლებელთა გამოცდების აპელაციისთვის შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე განაცხადები 18 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გადახდილი საფასურის დაბრუნება შესაძლებელია, ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის საშუალებით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ანგარიშიდან თანხა უკან შემდეგ შემთხვევებში ბრუნდება: თუ აპლიკანტს აპელაციის შედეგად შეეცვალა შეფასება, განაცხადის წარდგენისას თანხა ზედმეტად გადაიხადა და სააპელაციო ვადის ამოწურვამდე არ წარადგინა საპრეტენზიო განაცხადი ან აღნიშნული ვადის გასვლამდე უარი თქვა ნაშრომის გასაჩივრებაზე.

თანხა აპლიკანტის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება, განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური