მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის დეტალები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს მასწავლებელთა მომზადების ერთლიანი პროგრამაც დაემატა, რომლის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების მქონე მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, ცვალებად პროფესიულ გარემოსთან ადვილად ადაპტირებადი საბაზო და საშუალო სკოლის საგნის მასწავლებელი.
პროგრამის დეტალებზე EDU.ARIS.GE-ს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსს ციური დურული ესაუბრა.
”გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს N5 გადაწყვეტილებით, 2016 წლის 17 მარტს. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაა.”
–რას სთავაზობს პროგრამა დაინტერესებულ პირებს?
ც.დ: პროგრამა გამოუმუშავებს კურსდამთავრებულს პროფესიულ პასუხისმგებლობას და განუვითარებს იმ უნარებს, რომელიც განაპირობებს მის წარმატებულ შრომით კარიერას; უზრუნველყოფს სწავლის მაღალ ხარისხს და შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას.
–რა დროში უნდა გაიარონ პროგრამაში ჩართვის მსურველებმა რეგისტრაცია?
ც. დ: რეგისტრაცია დაიწყო 2016 წლის 29 სექტემბერს და გაგრძელდება 05 ოქტომბრის ჩათვლით
–რა ფორმით ხდება რეგისტრაცია?
ც. დ: პროგრამაზე ჩასარიცხად აპლიკანტმა ზემოაღნიშნულ ვადებში უნდა მომართოს უნივერსიტეტს განცხადებით და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ბ) ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
გ) ბაკალავრის /მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული დიპლომის ასლი ან ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ;
დ) ცნობა/სერტიფიკატი საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის).
–როგორ მოხდება მსმენელების მიღება/შერჩევა?
ც.დ: სსიპ– გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად აპლიკანტი მოიპოვებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის უფლებას. ჩვენს შემთხვევაში, გამოცდა ჩატარდება ზოგადი უნარებში (ანალიტიკური წერა).
გამოცდის ჩატარების ვადებია:
გამოცდა – 06 ოქტომბერი (12 საათი);
გამოცდის შედეგების გამოცხადება – 07 ოქტომბერი;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 10 ოქტომბერი;
საბოლოო შედეგების გამოცხადება – 11 ოქტომბერი;
ხელშეკრულების გაფორმება – 12-13 ოქტომბერი;
–რამდენ მიმართულებაზე აპირებთ მსმენელების მიღებას?
ც.დ: პროგრამა ითვალისწინებს 7 მოდულს, ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ინგლისური ენა, გერმანული ენა. თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა არის-10. სულ პროგრამაზე გამოყოფილი ადგილების ჯამური რაოდენობაა -70, აქედან სახელმწიფოს მიერ ფინანსდება -37 პირი.
მოდულების მიხედვით დასაფინანსებელ პირთა რაოდენობაა:
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური) – 6
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) – 6
- ისტორია ( საშუალო საფეხური) – 5
- გეოგრაფია(საბაზო და საშუალო საფეხური) – 4
- ბიოლოგია(საბაზო და საშუალო საფეხური) – 5
- ინგლისური ენა(საბაზო და საშუალო საფეხური) – 10
7.გერმანული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური) – 1
–რა ღირს პროგრამის გავლა და თუ ითვალისწინებს რაიმე სახის შეღავათებს?
ც.დ: სწავლის საფასური თითოეული მოდულის მიხედვით ასეთია:
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური) -2150 ლარი
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) -2150 ლარი
- ისტორია ( საშუალო საფეხური) -2150 ლარი
- გეოგრაფია(საბაზო და საშუალო საფეხური) – 2250 ლარი
- ბიოლოგია(საბაზო და საშუალო საფეხური)-2250 ლარი
- ინგლისური ენა(საბაზო და საშუალო საფეხური) – 2250 ლარი
7.გერმანული ენა (საბაზო და საშუალო საფეხური) – 2250 ლარი
როგორც უკვე მოგახსენეთ, 70 პირიდან ის 37 პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
–რა სახის დოკუმენტს მიიღებენ მსმნელები პროგრამის დასრულების შემდეგ?
კურსდამთავრებულს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ გაცემული სერტიფიკატის შესაბამისად ეძლევა შესაძლებლობა მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის პოზიცია ზოგადსაგანამანათლებლო საჯარო ან/და კერძო სკოლაში.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
მასწავლებელთა გადამზადების ერთწლიანი პროგრამის გავლის პროცედურული დეტალები და ღირებულება
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო გრანტის მინიჭების წესი დამტკიცდა
გვანცა დოლუაშვილი – გორი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი