მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებს სასწავლო ვიდეორესურსს სთავაზობს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებს, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით,სხვადასხვა ვიდეორესურსს სთავაზობს. ვიდეოგზამკვლევების გაცნობა პედაგოგებს ციფრული რესურსების პორტალზე www.ict.tpdc.ge შეუძლიათ.
პორტალზე განთავსებული ვიდეორესურსი კატეგორიების მიხედვითაა დაყოფილი და მოიცავს სხვადასხვა თემებს და ინსტრუმენტებს. მომხმარებელს შეუძლია სასურველი ტექნიკური ინსტრუმენტი სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით შეარჩიოს და გაეცნოს.
ციფრული ტექნოლოგიების ახალი გამოწვევების შესაბამისად, პორტალმა მუშაობა დაიწყო კიბერუსაფრთხოების თემაზე და პედაგოგებს, სპეციალურად მათთვის შემუშავებული კიბერუსაფრთხოების გზამკვლევი შესთავაზა, რომელშიც მოცემულია სიტუაციის შეფასებისა და საფრთხეების თავიდან არიდების გზები.
ციფრული რესურსების პორტალი ონლაინ სასწავლო გარემოა, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებლებს სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს.
-
თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეუფასდება – გამოქვეყნდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადა
by მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები
by მასმედია