მასწავლებელთა პროფესიული უნარების ტესტები – შემოდგომის გამოცდები 2019
გამოქვეყნდა შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებაის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები პროფესიულ უნარებში.
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესი 2 ნოემბერს, პროფესიული ტესტირებით დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდება.
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესში დღეიდან პედაგოგობის მსურველებიც ჩაერთვნენ. აპლიკანტები დაწყებითი საფეხურის საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) ადასტურებენ კომპეტენციას. გამოცდების ცენტრის ცნობით, დარეგისტრირებულებიდან ტესტირებაზე 89%-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი გამოცხადდა.
წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600 – ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. მათგან 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია.
-
ეს სტუდენტები გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ, რათა სასწავლო გრანტი მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ – პროცედურა ცნობილია
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
რამდენ სტუდენტს მიიღებს დიპლომატიის აკადემია – პროგრამები, ბიუჯეტი, ხელფასები და ყველა სხვა დეტალი
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შვიდი პუნქტი – „26 მაისი ისტორიული დღესასწაულია!“
by ARIS.GE-განათლება