„მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის განახლებული მოდელი 2025 წლის 1 იანვრამდე შემუშავდება“ – განათლების მინისტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა ძირეულად განახლდება და ახალი მოდელი 2025 წლის 1 იანვრამდე, სპეციალური ჯგუფის მიერ იქნება შემუშავებული.
ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოხსენებაში ვკითხულობთ, რომელსაც EDU.ARIS.GE უკვე გაეცნო.
მოხსენებაში მასწავლებელს, მის განვითარებას და მასწავლებელთა ანაზღაურებას ცალკე ქვეთავი ეთმობა.
მინისტრი განმარტავს, რომ 2023 წელს სსიპ – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება. კვლევაში გაანალიზებული იყო მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და პროფესიული განვითარების არსებული შესაძლებლობები. მოკვლეულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა და მასწავლებლების დამოკიდებულებები მოქმედ სქემასთან დაკავშირებით.
“მასწავლებლების მიერ მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული მექანიზმი – სქემა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სქემა საჭიროებს ძირეულ გადახედვას სამართლიანობის, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვისა და მასწავლებლის პროფესიის აღიარებისა და დაფასებისათვის. სწორედ ამ მიზნით უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს კონკრეტულად არსებული სისტემის გადამუშავებაზე და ახალი მოდელისთვის საჭირო წინადადებების წარმოდგენაზე. შესაბამისად, მიმდინარე წელი სქემის განვითარებისთვის გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს. 2025 წლის 1 იანვრამდე შემუშავებული იქნება მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის განახლებული მოდელი, რომელიც გაითვალისწინებს აღნიშნული კვლევების, საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი გამოწვევების საპასუხო ღონისძიებებს”, – წერს გიორგი ამილახვარი.
განათლების მინისტრი აღნიშნავს, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი პოლიტიკის ფარგლებში სკოლამ უნდა შეძლოს დააიდენტიფიციროს მასწავლებლის საჭიროებები:
“სკოლის დაფინანსების ახალი მოდელი ასევე გაითვალისწინებს აღნიშნულის უზრუნველყოფის შესაძლებლობებს. სკოლა უფლებამოსილი იქნება თავად განსაზღვროს სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების გზები: მიმართოს მასწავლებლის სახლს თუ გარე პროვაიდერს. აღნიშნულ პროცესში მასწავლებლის სახლი უზრუნველყოფს შეთავაზებების ფართო სპექტრს სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერისათვის, მათი პროფესიული განვითარებისა და საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფისთვის. განათლების E-სახლი ჩამოყალიბდება ერთიან სივრცედ, სადაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ ყველა საჭირო რესურს და სერვისს”.
რაც შეეხება მასწავლებელტა ანაზღაურების ზრდას, გიორგი ამილახვარი ახალი სახელფასო ფორმულის დეტალებს არც ამ შემთხვევაში ეხება და ზოგად ინფორმაციას გვაწვდის:
“2024 წლის 1 ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურება გადადის ახალ სახელფასო სისტემაზე, რომლის მთავარი პრინციპი ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სამართლიანი, გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნაა.
ახალი სახელფასო სისტემით ყველა მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება, ბუნებრივია მაღალი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში ზრდა უფრო დიდი იქნება და სრულ განაკვეთზე მყოფ მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება. ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, ბუნებრივია სისტემა შეიმუშავებს მხარდამჭერ მექანიზმებს, რათა მასწავლებლებმა შეძლონ პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა”, – აღნიშნულია განათლების მინისტრის მოხსენებაში.
ასევე იხილეთ:
ცნობილია რაზე ისაუბრებს განათლების მინისტრი პარლამენტში – 42-გვერდიანი მოხსენების შინაარსი
- 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, საშუალო სკოლა თითქმის 12%-ით ნაკლებმა მოსწავლემ დაასრულა – საქსტატის უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
- როგორ შეძლებს სკოლის თანამშრომელი დირექტორის უფლებამოსილების შესრულებას – რეგისტრაციის წესი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- სახალხო დამცველი საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართავს და ბავშვთა უფლებებს შეახსენებს by ამბები ზოგადი განათლებიდან