ცნობილია რაზე ისაუბრებს განათლების მინისტრი პარლამენტში – 42-გვერდიანი მოხსენების შინაარსი
2024 წლის 13 ივნისს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ, სადაც ის მოხსენებით გამოვა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა მოხსენების წერილობითი ვერსიაც, რომელიც თითქმის 42 გვერდს მოიცავს.
EDU.ARIS.GE-მ მოხსენების ტექსტი მოიპოვა და მას უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოხსენება
ცვლილებები სკოლამდელ და ზოგად განათლებაში, სავალდებულო სასკოლო განათლების ვადის ცვლილება, ეროვნული შეფასება და უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებები – ეს და სხვა საკითხები გვხვდება გიორგი ამილახვარის მოხსენებაში.
“2025 წლიდან სავალდებულო განათლება გახდება 10-წლიანი ნაცვლად 9-წლიანისა… ჩატარებულმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ეროვნული შეფასებები უნდა ხორციელდებოდეს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე: განმავითარებელი შეფასებები შემოტანილ იქნება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე. აღნიშნული შეფასებებით ქვეყნის, მუნიციპალიტეტის და სკოლის დონეზე, მათ შორის საგნობრივ ჭრილში, შევძლებთ იდენტიფიცირებას რა საჭიროებებისა და გამოწვევების წინაშე დგას სისტემა, რა ღონისძიებებისა და ინტერვენციების განხორციელების აუცილებლობა იკვეთება.
“ასევე მნიშვნელოვანია საშუალო საფეხურის პოლიტიკის განვითარების ფარგლებში არსებობდეს მკაფიო ბმა განათლების საფეხურებს შორის. მსოფლიო ბანკთან ერთად მუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის მოდელი, რომელშიც სკოლის საშუალო საფეხურის შედეგებს ექნება თავისი წონა. ეს მოდელი ძალაში შევა 2027 წლიდან”, – წერს ეროვნული შეფასების შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
“მინისტრის საათი” კითხვა-პასუხის რეჟიმსა და დებატებს ითვალისწინებს.
ასევე იხილეთ:
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება