„მასწავლებლები არათანაბარ პირობებში არიან, საბაზო ხელფასმა უნდა მოიმატოს“ – წამყვანი მასწავლებლის ხედვა ხელფასის მატების ფორმაზე
„სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, შექმნას ისეთი საგანმანათლებლო სისტემა, სადაც მასწავლებელს არ სჭირდება ორ სკოლაში დასაქმდეს, ან იყოს რეპეტიტორი და საარსებო რესურსისათვის იბრძოდეს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან თბილისის 192-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი, რომელსაც მასწავლებელთა დაანონსებული სახელფასო მატების საკითხზე საკუთარიხედვის გაზიარება ვთხოვეთ.
უპირველესად, ქეთევან მაჩიტიძე მთავრობის მხრიდან მასწავლებელთა ანაზღაურების გაზრდაზე ყურადღების გამახვილებასა და ამ საკითხის წამოწევას დადებით მოვლენად აფასებს, მაგრამ ფიქრობს, რომ იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც ახალი სახელფასო მატების თაობაზე ამჟამად გვაქვს, პედაგოგები თანაბარ პირობებში არ იმყოფებიან.
“საკითხი დიდი ხანია, რაც შესწავლილია, მასწავლებლები არა მხოლოდ დღეს, ყოველთვის საუბრობენ ხელფასის მომატების აუცილებლობაზე. საბაზო ხელფასმა უნდა მოიმატოს! ეს გარდაუვალია, მაგრამ თუ ისევ საათობრივი დატვირთვის შესაბამისად დაემატა ხელფასს ეს დაანონსებული 500 ლარი, მომატება თავისთავად ვერ გავრცელდება ყველაზე. აქედან გამომდინარე, მასწავლებლები არათანაბარ პირობებში არიან. დღევანდელი საბაზრო ფასებით თვალსაჩინოა, რომ მასწავლებელი დგას არსებობისათვის ბრძოლის წინაშე, ისევ და ისევ. სამაგიეროდ, უამრავი დავალება და საქმე ემატება”, – ამბობს ქეთევან მაჩიტიძე საკითხის შეფასებისას.
მისი განცხადებით, 500 ლარი, რა თქმა უნდა, ვერ ასახავს და ვერც დააკმაყოფილებს იმ საჭიროებებს, რომლებიც მასწავლებელს აქვს.
“როცა მასწავლებლის ხელფასზე საუბრობენ, დარიცხულ თანხას აანონსებენ, რეალურად კი ეს თანხა 20%-ით ნაკლებია. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შეღავათები – საბანკო და დაზღვევის სიკეთეები. მასწავლებლის პროფესიამ უნდა მოიზიდოს ახალგაზრდობა, რადგან დღეს, 21-ე საუკუნეში აღარავის სურს, ენთუზიაზმზე დარჩეს პროფესიაში”, – გვიხსნის წამყვანი მასწავლებელი.
პედაგოგი ხელისუფლების მხრიდან აუცილებელ ქმედებად ასახელებს ასევე კლასის დამრიგებლების ხელფასის მოწესრიგებას.
ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ მასწავლებლის ხელფასი (სრული დატვირთვის შემთხვევაში), 500 ლარით ან მეტით 2024-2025 სასწავლო წელს მოიმატებს, მასწავლებლებში გულისწყვეტისა და მოტყუების განცდა გააჩინა, რადგან ამბობენ, რომ სახელფასო მატების მოლოდინი 2024 წლის იანვრიდან ჰქონდათ.
ამავე თემაზე:
მოვითხოვთ დაანონსებულ სახელფასო მატებას იანვრიდან! – მასწავლებლების წერილი განათლების მინისტრს
ესაუბრა მზეო შველიძე
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია by განათლებული ბლოგი