მოვითხოვთ დაანონსებულ სახელფასო მატებას იანვრიდან! – მასწავლებლების წერილი განათლების მინისტრს
დღეს, 17 ნოემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მასწავლებლებმა მინისტრის სახელზე წერილი შეიტანეს, სადაც პრემიერ-მინისტრის მიერ დაპირებულ, “საშუალოდ 500 ლარით ხელფასის მატებას” 2024 წლის იანვრიდან მოითხოვენ.
წერილს ხელს აწერს ასეულობით მასწავლებელი საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებიდან. მოთხოვნის ტექსტი ხელმოწერებთან ერთად პედაგოგებმა სამინისტროს კანცელარიაში შეიტანეს, სადაც მისი რეგისტრაცია მოხდა.
EDU.ARIS.GE წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს,
ბატონო გიორგი, მოგმართავთ საჯარო სკოლის მასწავლებლების სახელით. ამჯერად მოგმართავთ მოთხოვნით და ძალიან გთხოვთ, რომ ეს მოთხოვნა სასწრაფო წესით განიხილოთ. ბოლო პერიოდია, აქტიურად მიმდინარეობს კამპანია მასწავლებელთა ხელფასების მატებაზე ხან მინიმუმ 500 ლარით, ხან საშუალოდ 500 ლარით. აგრეთვე, არაერთ საჯარო თუ პირად შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ხელფასები მოგვემატებოდა ახალი წლიდან. განვეწყვეთ იმისთვის, რომ როგორც ბოლო წლებში ხდებოდა, მცირედით მატება იანვრიდან, იგივე მცირედი მატების მაგივრად, გვექნებოდა 500 ლარით მომატებული საბაზისო ხელფასი.
15 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილ საბიუჯეტო პროექტში გაჟღერდა, რომ მასწავლებლების ხელფასები მოიმატებს 2024-2025 სასწავლო წელს, ანუ სექტემბრიდან, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობას ვახსენდებით მხოლოდ არჩევნებისთვის და ხელფასის მატებაც არჩევნების წინა თვეს იმის მიმანიშნებელია, რომ ეს კამპანია პირდაპირ არის კავშრიში 2024 წლის არჩევნებთან.
მოვითხოვთ, რომ 2024 წლის იანვრიდან მოგვემატოს ხელფასები, ისევე როგორც ეს ემატება სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ უფრო კატეგორიულ ზომებს.
პატივისცემით, Საქართველოს მასწავლებლები”.
დაანონსებული სახელფასო მატების შესახებ ახალი განცხადება ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას, 15 ნოემბერს გააკეთა. მან თქვა:
“გაზრდილი დაფინანსების უდიდესი ნაწილი გამოყოფილი არის საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების მოსაწესრიგებლად და განათლების მინისტრის ახალი წინადადებების თანახმად, ანაზღაურების ძირითადი მოცულობა დიდწილად დაკავშირებული არის საგაკვეთილო საათების რაოდენობასთან და აღნიშნულის მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წელს, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, გაიზრდება 500 ლარის ოდენობით და 1900 ლარს გადააჭარბებს. ეს არის ერთ წელიწადში ხელფასების დაახლოებით, საშუალო მაჩვენებლის 35%-იანი სახელფასო ზრდა, რის შედეგადაც მასწავლებლსი ანაზღაურება გარკვეულწილად დაუახლოვდება და გაუთანაბრდება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს”.
სკოლის მასწავლებლებისთვის სრული დატვირთვის შემთხვევაში განსხვავებული სახელფასო მატების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს გამოაცხადა:
მას შემდეგ ამავე თემაზე რამდენიმე საჯარო განცხადება გაკეთდა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში დაკონკრეტებული არ ყოფილა ზუსტი დრო:
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება