GE

„მასწავლებლების ვაქცინაცია სკოლების უსაფრთხოდ გახსნის წინაპირობა არ არის“

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, როშელ ვალენსკის განცხადებით, მასწავლებლების ვაქცინაცია სკოლების უსაფრთხოდ გახსნის წინაპირობა არ არის.

„სულ უფრო და უფრო მეტი მონაცემები ჩნდება იმის თაობაზე, რომ სკოლების უსაფრთხოდ გახსნა შეიძლება. მასწავლებლების ვაქცინაცია სკოლების უსაფრთხოდ გახსნის წინაპირობა არ არის. გამოკვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეების სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნება მაშინაც კი უნდა შეეძლოთ, თუ ყველა პედაგოგი აცრილი არ იქნება“, – განმარტა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 26 431 799 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 446 744 ადამიანი გარდაიცვალა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური