GE

მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადები გადაიწევს

მასწავლებელთა 2019 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია წელს შედარებით გვიან დაიწყება.

ამის შესახებ განმარტება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

“მასწავლებლების რეგისტრაცია ცოტათი გადაიწევს, დღეს არ იწყება. როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს სქემის ცვლილებას და ამის შემდეგ გამოცხადდება რეგისტრაცია, ანუ თარიღი ცოტა გადაიწევს.

„თუ იგივე პერიოდში გადაწყდა მასწავლებლების გამოცდები, როგორც აბიტურიენტების, ანუ ზაფხულში, მაშინ ეს მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადების შემჭიდროებას გამოიწვევს. ველოდებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს“ , – განაცხადა სოფო გორგოძემ გამოცდების ცენტრში გამართული პრეს-კონფერენციისას.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური