GE

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა და მასთან დაკავშირებული საკითხები მარტივ ენაზე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დახვეწის პროცესში, სხვადასხვა რეგულაციებისა თუ ცვლილებების დამატებასთან ერთად, სქემის დოკუმენტის სწორად წაკითხვა როგორც პრაქტიკოსი პედაგოგების, ისე მასწავლებლობის მსურველი პირებისთვის არცთუ ისე მარტივი ხდება. ჩნდება არაერთი კითხვა, რომელთაც ხშირად დამაბნეველი პასუხი აქვთ დოკუმენტში.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE, სამინისტროს ექსპერტისა და ტრენერის, კომაროვის სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ თიკო ლობჯანიძის დახმარებით, წარმოგიდგენთ მომდევნო წერილს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას უფრო გასაგები ენით წარმოგვიდგენს და მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით გვიხსნის სხვაობებსაც ძველ და ახალ სქემას შორის, ახსნილია სტატუსების მინიჭების საფეხურები და მასთან დაკავშირებული ყველა ის ვალდებულება, რომელიც პედაგოგს, ან მასწავლებლობის მსურველს აქვს. წერილი ტრენერის მიერ მასწავლებლებისთვის მომზადებულ ვებინარს ეყრდნობა.

ახლა კი, მოკლედ შევეხოთ იმ დოკუმენტს, რომელშიც მასწავლებლის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით არის ინფორმაცია მოცემული:

დოკუმენტის დასახელება: „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილება“ (მასში შესული ცვლილებებით დადგენილება N714, 27.11.2020)
მუხლი 1. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანი და ამოცანა

1. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა არეგულირებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის სახეებს, შესაბამისი სტატუსის მინიჭების, დადასტურების, შეჩერების/აღდგენის წესებს. სქემა აგრეთვე არეგულირებს მასწავლებლის შეფასების წესს და ელექტრონულ საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო კადრების შენარჩუნებას, არსებული მასწავლებლების მოტივაციისა და სტატუსის ამაღლებას.

3. სქემის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სქემაში ჩართული კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებზე, ადმინისტრაციებსა და მასწავლებლებზე.

საჭირო ტერმინთა განმარტება

უფროსი, წამყვანი, მენტორი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს, ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება მასწავლებლისთვის შესაბამისი სტატუსი;
პორტფოლიო – ამ სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის შესატყვისი კომპეტენციების დამადასტურებელი დოკუმენტების ორგანიზებული კრებული

განმავითარებელი უკუკავშირი (სკოლის ხარისხის მართვის და მასწავლებლის სახლის მიერ შექმნილი ჯგუფის მიერ) – მასწავლებლის შეფასება, რომელიც ეხმარება მასწავლებელს პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში

მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის –განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით ხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა

მასწავლებლის კომპლექსური შეფასება – წამყვანი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, შესაბამისად, უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის შეფასება, რომელიც შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისაგან

შიდა შეფასება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ დამოუკიდებლად ან ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფთან ერთად მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციის შესაბამისობის დადგენა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან

ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი – მასწავლებლის შიდა შეფასებისა და მისი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე შექმნილი ჯგუფი

შეფასების ინსტრუმენტი – ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მისანიჭებლად მასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობების შეფასების საშუალება, რომელიც დამტკიცებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ

მუხლი5. მასწავლებლის სტატუსის სახეები

მასწავლებლის სტატუსის სახეებია:
ა) უფროსი მასწავლებელი;
ბ) წამყვანი მასწავლებელი;
გ) მენტორი მასწავლებელი.

2. მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს ამ მუხლით განსაზღვრული მხოლოდ ერთი სტატუსი.
3. მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია დაევალოს ამ მუხლით განსაზღვრული სხვა სტატუსის მასწავლებლის ფუნქცია, რაც არ ითვალისწინებს გაკვეთილის ჩატარებას.
4. მასწავლებლის სტატუსებიდან იერარქიულად ყველაზე დაბალი სტატუსია უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო შედარებით მაღალი სტატუსია მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

მასწავლებლის სტატუსის მოქმედების ვადა

სქემის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით მასწავლებლისთვის განსაზღვრული სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება იმავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსის მქონე პირისათვის მომდევნო, მაღალი სტატუსის მინიჭება.

როგორ მიენიჭება მასწავლებელს სტატუსი ახალი სქემის მიხედვით?
სტატუსის შეცვლისთვის გასავლელი იქნება შემდეგი ეტაპები – მასწავლებელს 50 %-ზე მეტი შეფასება უნდა ჰქონდეს საგნის გამოცდაში; თუ ეს დაკმაყოფილებული აქვს, გადის პროფესიული უნარების (იგივე დიდაქტიკის) გამოცდაზე (აქ ბარიერს ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი), შემდეგ კი სპეციალურად შექმნილი კომისია, რომელშიც შედის რესურსენტრის, მასწავლებლის სახლის, ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასების ცენტრის თანამშრომელები, მასწავლებელს სთხოვს, გაუგზავნოს პორტფოლიო. შეისწავლიან მასწავლებლის საქმიანობას, ოღონდ არა ერთ გაკვეთილზე დაკვირვებით, მასწავლებელს მოუწევს ამ პორტფოლიოს დაცვა და მთავარი კრიტერიუმი იქნება – რა გააკეთა მან მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე და როგორ გავიდა შედეგებზე.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მიწოდებული მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და გამოცდაში მიღებული ქულა) საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ, რის შესახებაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

ა) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას;

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაწესებულ ზღვარს. პირს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.

მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას,
რომელიც მოიცავს:
ბ.ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური
ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება
მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:
ა) მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას;
ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს;
ბ.ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს. პირს მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.
მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.

მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა

1. უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის მიერ შესაბამისად წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის (გამოცდების) ჩაბარების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში ახორციელებს მასწავლებლის გარე დაკვირვებას, ატარებს სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრებას და აფასებს მასწავლებლის პორტფოლიოს.

2. მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასებას ახორციელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არანაკლებ 2 პირი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგებს, დასკვნის სახით შეფასებიდან ორი კვირის ვადაში ელექტრონულად/მატერიალურად წერილობითი ფორმით წარმოადგენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელს ცენტრის მიერ აესახება ელექტრონულ პორტფოლიოში.

4. პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. მასწავლებლისთვის სტატუსის (მენტორი, წამყვანი) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი სასწავლო წლის ბოლოს, იღებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მასწავლებლის შეფასების ტიპები

მასწავლებლის შეფასების ტიპებია:

ა) გარე შეფასება:
ა.ა) საგნის გამოცდა და წამყვანი/მენტორი მასწავლებლის
სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა;
ა.ბ) კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს წამყვანი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისად უფროსი და წამყვანი მასწავლებლების შეფასებას და შედგება თეორიული (სტატუსის შესაბამისი პროფესული უნარების გამოცდა) და პრაქტიკული ნაწილებისაგან;

ბ) შიდა შეფასება, რომელიც წარმოადგენს დირექტორის მიერ დამოუკიდებლად ან ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად მასწავლებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით და სქემის მე-4 მუხლით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობების მონიტორინგის შედეგად გაცემულ უკუკავშირს.

მასწავლებლის პორტფოლიოში არსებული მტკიცებულებების შეფასება
მასწავლებელი ელექტრონულ სისტემაში მასწავლებლის პორტფოლიოში განათავსებს სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

ახლა კი შევაჯამოთ:

რა მოეთხოვება წამყვანს?

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც გულისხმობს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას.

პრაქტიკული საქმიანობის შეფასება მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას;
სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

როგორ ფასდება მასწავლებლის პორტფოლიო?
პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში;

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების მინისტრის მიერ დაწესებულ ზღვარს. „პირს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი“, – წერია ბრძანებაში.

ასევე, მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში;

მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

რა მოეთხოვება მენტორს?

სტატუსი – „მენტორი“ შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად;

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:
მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას;
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს:
ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);
ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას;

სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად;

მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება ამ სქემის მე-4 მუხლით და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე;

ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში;

მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის განათლების მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს.

პირს მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი;

როგორ ხდება მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა?

როგორ მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის მიერ შესაბამისად წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში ახორციელებს მასწავლებლის გარე დაკვირვებას, ატარებს სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრებას და აფასებს მასწავლებლის პორტფოლიოს.

ასევე, მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასებას ახორციელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არანაკლებ 2 პირი.

  • ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგებს, დასკვნის სახით შეფასებიდან ორი კვირის ვადაში ელექტრონულად/მატერიალურად წერილობითი ფორმით წარმოადგენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელს ცენტრის მიერ აესახება ელექტრონულ პორტფოლიოში.
  • პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
  • მასწავლებლისთვის სტატუსის (მენტორი, წამყვანი) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი სასწავლო წლის ბოლოს, იღებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრება

  • მასწავლებელს უფლება აქვს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაციის მასწავლებლის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახვიდან ერთი თვის ვადაში.
  • საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
  • საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო
  • საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას და ამტკიცებს საპრეტენზიო კომისიის დებულებას.
  • საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის შეფასებასა და მასწავლებლისთვის ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადების შემუშავებაში.

მოდით ახლა წავიდეთ ბოლოსკენ და შევაჯამოთ:

სქემა სამ ნაწილად გავყოთ – პროფესიაში შესვლა, სტატუსის შენარჩუნება და სტატუსის ცვლილება. მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ სტატუსის შეცვლა – უფროსი გახდეს წამყვანი და წამყვანი გახდეს მენტორი – შემდეგი პირობები ექნებათ შესასრულებელი:

  • აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდა 50%-ზე ან მეტ ქულებზე. ვისაც 50%-ზე დაბალი შეფასებით აქვს გამოცდა ჩაბარებული და სურვილი აქვს, აიმაღლოს სტატუსი, მას აუცილებლად მოუწევს გამოცდის თავიდან ჩაბარება, რადგან მასწავლებელი, რომელმაც კარგად არ იცის საგანი, რომელსაც ასწავლის, ვერ გახდება წამყვანი ან მენტორი.
  • ამის შემდეგ კი, გამოცდა უნდა ჩააბაროს დიდაქტიკაში – დიდაქტიკის გამოცდა განსხვავებულია უფროსი და წამყვანი მასწავლებლისთვის.
  • თუ ამ გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებს, ის გამოაგზავნის თავის პორტფოლიოს, რომელსაც სამინისტროს, მასწავლებლის სახლის, რესურსცენტრის, ესგ-ეს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს.
  • სწორედ ამ პორტფოლიოში უნდა იყოს ატვირთული მასწავლებლის მიერ განხორციელებული ის აქტივობები, რომელმაც გავლენა იქონია მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე და, მათ შორის, კვლევაც. როგორც გითხარით, მასწავლებლის პორტფოლიოს შეაფასებს ჯგუფი, რომელიც შემდეგ მიდის სკოლაში მასწავლებელთან გასაუბრებაზე, რათა თავის თვალით ნახოს, როგორია მასწავლებლის იმპაქტი საკლასო ოთახში ან მოსწავლეებთან. აბა, სხვაგვარად როგორ შევაფასოთ მასწავლებელი, თუ არ ვიცით როგორია ის მოსწავლეებთან მიმართებაში. რაც შეეხება კვლევას, პრაქტიკის კვლევა კონკრეტულ საკლასო ოთახზე დაწერილი პრაქტიკული კვლევაა. ეს არის ფუნდამენტური კვლევა და მისი გამოყენება შეუძლებელია, მაგალითად, პარალელურ კლასში, რადგან კონკრეტული მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. ძალიან ეფექტური კვლევის ტიპია და კონცენტრირდება მხოლოდ ერთ საკლასო ოთახზე ან სკოლის რომელიმე საჭიროებაზე.
  • მასწავლებლის მიერ გადმოგზავნილ პორტფოლიოში ატვირთული კვლევის წარდგენა მას სკოლაში მისულ შეფასების ჯგუფთან მოუწევს. 3-5-კაციანი ჯგუფი საფუძვლიანად შეისწავლის, რამდენად ეფექტურია მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში, ოღონდ ეს არ იქნება აქამდე არსებული გარე დაკვირვება. ჯგუფის წევრები მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობას შეაფასებენ, მაგრამ თუ პედაგოგი სათანადო შეფასებას ვერ დაიმსახურებს, მას ამის გამო არავინ დასჯის. ჯგუფი მას განვითარების გეგმას დაუწერს, შემდეგ ეს პედაგოგი ტრენინგებს გაივლის და მდგომარეობას გამოასწორებს. ანუ ყველა ღონისძიება, რომელიც მასწავლებელთა სახლიდან იქნება წამოსული, ფოკუსირებულია მასწავლებლის განვითარებაზე – როგორ გავხადოთ კონკრეტული მასწავლებელი უკეთესი, რათა საქართველოს საჯარო სკოლებში ყველა მოსწავლეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე.

განსხვავებები ძველ და ახალ სქემას შორის:
პირველი აქცენტი დეცენტრალიზაციაზე გაკეთდა და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვთქვით, რომ თუ X მასწავლებელი მაღალმათანი რეგიონის საჯარო სკოლაში ასწავლის, მასწავლებლის სახლი მის საჭიროებას ვერ დაადგენს და ვერ დაეხმარება, რომ გახდეს უკეთესი მასწავლებელი. ამიტომ, სკოლამ, დირექციამ, ხარისხის მართვისა და თანამშრომლობის ჯგუფმა უნდა დაადგინონ კონკრეტული მასწავლებლის საჭიროება მისივე დახმარებით. სწორედ მასწავლებელმა უნდა უთხრას ხარისხის ჯგუფს, რა საჭიროება აქვს, რა მიმართულებით სჭირდება დახმარება და განვითარება. მასწავლებლის სახლი კი, ამ შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის პროფესიულ განვითარებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მასწავლებელს ამისთვის არავინ დასჯის, პირიქით, დაეხმარება და მხარს დაუჭერს, რომ განვითარდეს. მასწავლებლის სახლი უზრუნველყოფს მის მხარდაჭერას, თუმცა, მასწავლებლის სახლი არ იქნება ერთადერთი პროვაიდერი ტრენინგების ჩატარების, ან სხვა აქტივობების განხორციელებაში. ამ საქმიანობაში აუცილებლად ჩაერთვებიან სხვა პროვაიდერებიც, უბრალოდ, ისინი ჩვენთან გაივლიან რეგისტრაციას. ტრენინგების ჩატარება კი, აუცილებლად მოუწევს შესაბამის ორგანიზაციებს ყოველწლიურად, რადგან სტატუსის შენარჩუნებისთვის უფროსმა მასწავლებელმა პროფესიულ განვითარებაში, წელიწადში ერთხელ, 20-საათიანი ტრენინგი უნდა გაიაროს, წამყვანმა – 12-საათიანი, ხოლო მენტორმა – 8-საათიანი ტრენინგი.

რას მოითხოვს დიდაქტიკაში გამოცდის ჩაბარება მასწავლებლისგან და როგორ მოვემზადოთ ამისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური