GE

მასწავლებლის სახლის დაგვიანებული განმარტება პრაქტიკოსებისთვის სიახლის გარეშე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წლის 23 მაისის #241 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების საკითხზე განმარტებას დღეს, 2 აგვისტოს აკეთებს, თუმცა არ განმარტავს რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. მასწავლებლის სახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ იგივე ინფორმაციას, რაც პრემიერ ღარიბაშვილის ბრძანებაშიც ეწერა:

“მასწავლებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ 2021 წლის 27 ივლისის საქართველოს მთავრობის #379 დადგენილებას „მასწავლებლის
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის #241 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე.

ცვლილების მიხედვით, სისტემაში დარჩენილ პრაქტიკოს მასწავლებლებს (მათ, ვინც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით იყვნენ დარეგისტრირებულნი საგნობრივი და/ან პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე) მიეცათ 2021 წლის ზაფხულის გამოცდების შედეგებისა (რომლის შედეგიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნდება 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე) და, უკვე მათთვის შეთავაზებული 5 კრედიტიანი ტრენინგების შედეგების გათვალისწინებით, 19 კრედიტქულის შევსებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე.

გამოცდის შედეგების მიხედვით, მასწავლებლებს eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახებათ უკეთესი შედეგი, რაც ნიშნავს, რომ თუ მასწავლებელს ჩაბარებული ჰქონდა გამოცდა 1 კრედიტზე და გადაბარების შემთხვევაში მიიღებს 4 ან 7 ან 10 კრედიტს, მას eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი. თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის ეს შედეგი.

იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილზე, რომლებიც ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე, არაუგვიანეს 1 თვისა, აცხადებს კონკურსს”, – აცხადებს მასწავლებლის სახლი.

დაუსრულებელი „ბოლო შანსი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური