GE

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები განახლებული სქემით – დოკუმენტი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების განახლებული სქემის ფარგლებში მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები უკვე ცნობილია.

დოკუმენტი განსაზღვრავს თუ როგორ და რა კრიტერიუმებით შეფასდება მასწავლებლის დამატებითი აქტივობები, რომლის დახმარებითაც, განახლებული სქემით დამატებითი მას კრედიტქულის მოპოვების შესაძლებლობა ექნება. მასწავლებელი შეფასების ჯგუფს წარუდგენს წინასწარ გაწერილ დოკუმენტებს და მისი შესწავლის შემდეგ ხორციელდება შეფასება და კრედიტქულის მინიჭება.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება სასწავლო პროექტის შეფასებისას: სასწავლო პროექტის შეფასების მაქსიმალური ქულაა 36. მასწავლებელს მიენიჭება 0,5 კრედიტქულა, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 60%-ს და მეტს, ანუ მინიმუმ 22 ქულას.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება სოციალური პროექტის შეფასებისას: სოციალური პროექტის შეფასების მაქსიმალური ქულაა 40. მასწავლებელს მიენიჭება 0,5 კრედიტქულა, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 60%-ს და მეტს, ანუ მინიმუმ 24 ქულას.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება დისტანციური სწავლებისას: დისტანციური სწავლებისთვის განსაზღვრულია 0,5 კრედიტქულა.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას: აქტივობის შეფასების მაქსიმალური ქულაა 16. იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოიპოვოს 0,5 კრედიტქულა, მან უნდა დააგროვოს ქულათა ჯამური რაოდენობის 60% და მეტი, ანუ მინიმუმ 10 ქულა.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება საგანმანათლებლო ბლოგის ავტორობისას: აქტივობის შეფასების მაქსიმალური ქულაა 20. იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოიპოვოს 1 კრედიტქულა, მან უნდა დააგროვოს ქულათა ჯამური რაოდენობის 60% და მეტი, ანუ მინიმუმ 12 ქულა.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება კონკურსებისათვის, ოლიმპიადებისათვის, შეჯიბრებებისათვის (მათ შორის სპორტული და სახელოვნებო) მოსწავლის/მოსწავლეების მომზადებისას: შეფასების მაქსიმალური ქულაა 6. იმისათვის, რომ მასწავლებელმა მიიღოს 0.5 კრედიტქულა, მან უნდა დააგროვოს ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, ანუ 6 ქულა. მოსწავლის მიერ კონკურსზე/ოლიმპიადაზე/შეჯიბრზე მიღწეული შედეგი არ აისახება მასწავლებლის შეფასებაზე.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება საზაფხულო სკოლის მოწყობისა და საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელობისას: საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებლის შეფასების მაქსიმალური ქულაა 10. იმისათვის, რომ მასწავლებელს მიენიჭოს 1 კრედიტქულა, მან უნდა დააგროვოს ქულათა მაქსიმალური რაოდენობა.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება წლის განმავლობაში საკლუბო მუშაობის წარმარვისას და კლუბის კურატორობისას: შეფასების მაქსიმალური ქულაა 10. იმისათვის, რომ კურატორმა მასწავლებელმა მიიღოს 1 კრედიტქულა, მან უნდა დააგროვოს ქულათა მაქსიმალური რაოდენობა.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის (მათ შორის სპორტული და სახელოვნები) წარმართვისა და წრის ხელმძღვანელობისას: შეფასების მაქსიმალური ქულაა 10. იმისათვის, რომ წრის ხელმძღვანელმა მასწავლებელმა მიიღოს შესაბამისი კრედიტქულა 0.5, მან უნდა დააგროვოს ქულათა მაქსიმალური რაოდენობა.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზებასა და მათში მონაწილეობისას: სამუშაო შეხვედრის/შეხვედრების ორგანიზატორი მასწავლებლის შეფასების ჯამური ქულაა 16. შეხვედრების ორგანიზატორ მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტქულა, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის მინიმუმ 75%-ს, ანუ მინიმუმ 12 ქულას. სამუშაო შეხვედრის/შეხვედრების მონაწილე მასწავლებლის შეფასების ჯამური ქულაა 8. მასწავლებელი მიიღებს 0.5 კრედიტქულას იმ შემთხვევაში, თუ: ის დააკმაყოფილებს სამუშაო შეხვედრების მონაწილე მასწავლებლის შეფასებაში წარმოდგენილ ორივე კრიტრიუმს და ჯამში მოიპოვებს არანაკლებ 6 ქულისა; დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მინიმუმ 3 სამუშაო შეხვედრაში (შესაძლებელია ეს იყოს ერთი მიზნით ჩატარებული შეხვედრების ციკლი).

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის შეფასებისას: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის შეფასების მაქსიმალური ქულაა 40. მასწავლებელს მიენიჭება 2 კრედიტქულა, თუ ის დააგროვებს ქულების ჯამური რაოდენობის 60%-ს და მეტს, ანუ მინიმუმ 24 ქულას.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევისას: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევის შეფასების მაქსიმალური ქულაა 40. მასწავლებელს მიენიჭება 3 კრედიტქულა, თუ ის დააგროვებს ქულების ჯამური რაოდენობის 60%-ს და მეტს, ანუ მინიმუმ 24 ქულას.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება საგნისა და საგნობრივი მეთოდიკის ან პროფესიული უნარების ტრენინგების /მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზაბული ტრენინგის ან/და სხვა დაწესებულების მიერ ოგრანიზებული აკრედიტებული/რეგისტრირებული ტრენინგის გავლისას: მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტქულა ყოველი 25-საათიანი (გათვალისწინებულია საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათები) აკრედიტებული/რეგისტრირებული ტრენინგმოდულის წარმატებით გავლისთვის.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობისას (გარდა ფასილიტატორისა): მასწავლებელს ამ საქმიანობისთვის სასწავლო წლის განმავლობაში მიენიჭება 1 კრედიტქულა.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება ფასილიტატორობისას: მასწავლებელს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აღნიშნული აქტივობის განხორიელებისათვის მიენიჭება 3 კრედიტქულა. (2016-2017 სასწავლო წელს ფასილიტატორს ენიჭება 2 კრედიტქულა)

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება სახელმწიფო ენის კურსის გავლისას დამადასტურებელი ენის ფლობის დონის სერტიფიკატით: სახელმწიფო ენის კურსის გავლა დამადასტურებელი ენის ფლობის თითოეული დონის სერტიფიკატით ფასდება 2 კრედიტქულით.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება კონფერენციებში მომხსენებლად მონაწილეობისას: სამოქალაქო სასწავლო-საგანმანათლებლო და /ან სამეცნიერო პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციის, ან ადგილობრივი ან უცხოური უნივერსიტეტის, ადგილობრივი ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე სახელმწიფო დაწესებულების მიერ, აგრეთვე, საჯარო ან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით და ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მონაწილეობით ორგანიზებულ საერთაშორისო ან ეროვნულ კონფერენციებში ან სემინარებში მომხსენებლად მონაწილეობა ფასდება 1 კრედიტქულით.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება სტაჟირებისას: სტაჟირება ფასდება 1 კრედიტქულით.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ორგანიზაციის აკრედიტებული/რეგისტრირებული ტრენინგმოდულის ავტორობისას: მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტქულა ყოველი 25-საათიანი (გათვალისწინებულია საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათები) აკრედიტებული/რეგისტრირებული ტრენინგმოდულის შექმნისთვის.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა ორგანიზაციის აკრედიტირებული/რეგისტრირებული ტრენინგმოდულის ტრენერობისას: თითოეული ტრენინგმოდულით ტრენინგის ჩატარებისთვის მასწავლებელს მიენიჭება 0,5 კრედიტქულა.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ან სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტირებული/რეგისტრირებული პროფესიული განვითარების პროგრამის გავლისას: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ან სხვა დაწესებულების მიერ ორგანიზებული აკრედიტირებული/რეგისტრირებული პროფესიული განვითარების პროგრამის გავლის შესაბამისი კრედიტქულები განისაზღვრება ინდივიდუალურად.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება თავისუფალი გაკვეთილებისას: მასწავლებელს თავისუფალი გაკვთილების ჩატარებისთვის მიენიჭება 0,5 კრედიტქულა.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება სტუდენტის/სტუდენტების კონსულტირებისას: მასწავლებლის შეფასების მაქსიმალური ქულაა 5. მასწავლებელს ამ აქტივობისთვის მიენიჭება 1 კრედიტქულა, თუ იგი დააგროვებს მასწავლებლის შეფასების სქემით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ქულას. იმისათვის, რომ მასწავლებელმა მე-5 კრიტერიუმში მიიღოს 1 ქულა, მან სტუდენტის/სტუდენტების შეფასების კითხვარით ჯამური 33 ქულიდან უნდა დააგროვოს მინიმუმ 26 ქულა.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება ზოგადი განათლების სფეროში შინაარსობრივ-კონცეპტუალური დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობისას: ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში შინაარსობრივი კონცეპტუალური დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება ფასდება 1 კრედიტქულით.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნისას: სტატიის შეფასების მაქსიმალური ქულაა 6. მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტქულა, თუკი ის დააკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება მეთოდური ლიტერატურის გამოქვეყნებისას: მეთოდური ლიტერატურის შეფასების მაქსიმალური ქულაა 7. მასწავლებელს მიენიჭება 2 კრედიტქულა, თუკი ის
დააკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნისას: მასწავლებელს მიენიჭება 4 კრედიტქულა, თუ მის მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელო დოკუმენტაციის წარდგენის დროისთვის არის მოქმედი.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება სასწავლო რესურსის შექმნისას: მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება და მას მიენიჭება 1 კრედიტქულა, თუ იგი დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 60%-ს და მეტს, ანუ 20 ქულიდან მინიმუმ 12 ქულას.

მასწავლებლისთვის კრედიტქულის მინიჭება სამოდელო გაკვეთილის ჩატარებისას: სამოდელო გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 28. მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტქულა, თუ ის დააგროვებს ქულების ჯამური რაოდენობის 61%-ს და მეტს, ანუ 28 ქულიდან მინიმუმ 17-ს.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ დოკუმენტს:

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა მოიცავდეს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასებას (თითოეული – 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტქულა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებას.  პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები დაადასტუროს.

იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას სრულად ვერ დააგროვებს 15 კრედიტქულას, მას შესაძლებლობა ეძლევა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო კრედიტქულები შეივსოს პროპორციულად შესაბამისი მიმართულების აქტივობებით. პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ჩათვლით წარმატებით აქვს დაძლეული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის უნარების ნაწილი, თავისუფლდება პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისაგან და პროფესიული მიმართულებით უღიარდება 10 კრედიტქულა.

წესის მომზადებაზე სამუშაოები სახელმწიფო კომისიამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარეს.

“როგორც ცოტა ხნის წინ EDU.ARISGE-ს მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი უამბობდა, ჩამოყალიბდა კონცეფცია, რომელიც გაიარეს რამდენიმე სკოლის მასწავლებლის შეფასების ჯგუფთან და ძირითად პროცესებზე შეთანხმდნენ.

“ეს ეხება რეგისტრაციას, წინაპირობებს, შეფასების პროცედურებს, წარმოსადგენ დოკუმენტაციას, გარე შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მუშაობის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს, აქტიური დისკუსიებით. გარე დაკვირვებს წესის პროექტი წარედგინება სამინისტროს და მისი დამტკიცების შემდეგ ჩვენი ცენტრი გადაამზადებს როგორც გარე დამკვირვებლებს, ისე სკოლებში მასწავლებლის შეფასების ჯგუფებს, რაც საგაკვეთილო დაკვირვების ობიექტურად განხორციელების წინაპირობა იქნება და არ მისცემს საშუალებას რუბრიკას გაუკეთდეს განსხვავებული ინტერპრეტირება”,– გვითხრა მანანა რატიანმა.

გარე დაკვირვებას „ნაეკთან“ ერთად მასწავლებლის სახლი განახორციელებს – დეტალები პროცესის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური