მათემატიკის საატესტატო გამოცდაში 5 000–ზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა
დღეს მათემატიკის საატესტატო გამოცდაზე 5 ათასზე მეტი მოსწავლე (14 %) ჩაიჭრა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე სულ 42 700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა, მათგან ზღვარი წარმატებით მონაწილეთა 86%-ზე მეტმა დაძლია. ანუ, გამოცდა წარმატებით დაახლოებით 36 700-ზე მეტმა მოსწავლემ ჩააბარა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გამოცდებმა ტექნიკური თვალსაზრისით ძალიან კარგად ჩაიარა. შეფერხება პრაქტიკულად არ ყოფილა, ინტერნეტის მოწოდებასთან და სიჩქარესთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნილა.
შეფასების და გამოცდების ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE – სთან საუბარში წლევანდელ მონაცემებს შარშანდელ სტატისტიკას ადარებს და ამბობს, რომ შარშან გამოსაშვები გამოცდებისათვის 40 ათასზე მეტი ადამიანი იყო დარეგისიტრირებული, წელს კი – 47 ათასი.
მისი თქმით, ამ კანდიდატებში სხვადასხვა ჯგუფების გამოყოფა შეიძლება: უმრავლესობა მე-12 კლასელია, არიან ისეთებიც, რომლებიც ექსტერნად აბარებენ და ისინიც, ვინც შარშან მე-11 კლასში გარკვეული საგნები ვერ დაძლიეს და წელს ხელახლა ცდიან ბედს.
“ახლა უფრო მეტია დარეგისტრირებული და შესაბამისად, მეტია მათი რაოდენობა, ვინც ბარიერი ვერ გადალახა. თუმცა, ზოგადად, ეროვნულ გამოცდებს დაახლოებით 2 ათასი მოსწავლე აკლდება ხოლმე. წელს ვფიქრობ ოდნავ მეტი -2 500, 3 000 შეიძლება გამოაკლდეს,” – ამბობს მინდაძე.
მისივე თქმით, ის, რომ მათემატიკის გამოცდებში 5 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა, იმას არ ნიშნავს, რომ ეს ოდენობა სრულად ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელთა რიცხვს აკლდება, რადგან გამოსაშვები გამოცდებისათვის მეტი რეგისტრირდება, ვიდრე ეროვნული გამოცდებისათვის.
ანუ, ბევრად მეტია ისეთი ადამიანი, ვინც სკოლას ამთავრებს, ატესტატის მიღება სურს, მაგრამ ერთიან ეროვნულ გამოცდებში არ მონაწილეობს.
“შარშან, თუ არ ვცდები 39 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული და ეროვნულ გამოცდებზე 36 ათასი გამოვიდა. ძირითადად წორედ ამ გამოსაშვები გამოცდებით გამოეთიშნენ. წელს, როგორც გითხარით, ვფიქრობთ, რომ ოდნავ მეტი გამოეთიშება. ანუ, წილი იმათში, ვინც ბარიერს ვერ გადალახავს, საკმაოდ მოკრეძალებულია,” – აცხადებს მინდაძე.
ზოგად ტენდენციებზე საუბრისას კი იგი ამბობს, რომ წინა წლების შედეგებს თუ გადავხედავთ, 2011 წელს უფრო მეტი აბიტურიენტი ვერ ლახავდა ზღვარს. მისი თქმით, ამ მხრივ ტენდენციაში გაუმჯობესება შეინიშნება. თუმცა, პრობლემები ჩანს და მათემატიკის,ფიზიკისა და ქიმიის სწავლებაში ნამდვილადაა ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს.
როგორც რამდენიმე დღის წინ ცენტრის ხლემძღვანელმა მაია მიმინოშვილმაც აღინშნა, თითქმით 50 %-ით შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც დამატებით საგნად მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარებას ირჩევს.
ამის მიზეზებზე საუბრისას მინდაძე ამბობს, რომ დაზუსტებით რაიმეს თქმა რთულია, მაგრამ ზოგადად, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში გარკვეული გაუჯობესება საჭიროა.
“ძალიან სასიხარულოა, რომ ბოლო ერთი წელია ამ საგნების მიმართ სახელმწიფოსგან ინტერესი აშკარად გაიზარდა. ეს მასწავლებლების სტიმულირებას გულისხმობს – ტრენინგები და ამ ტრენინგების ხელმისაწვდომობა გაიზარდა. იმედი მაქვს, ამ კუთხით რამდენიმე წელიწადში პროგრესი გვექნება,” – არნიშნავს მინდაძე.
მოსწავლეებს, რომლებიც რომელიმე საგანში ბარიერს ვერ გადალახავენ, ქულები შეენახებათ და მომავალ წელს ხელმეორედ შეეძლებათ გავიდნენ მხოლოდ იმ საგნის გამოცდაზე, რომელშიც ჩაიჭრნენ.
თაკო არის© მათეშვილი
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია by განათლებული ბლოგი